in

Adobe Firefly-ის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე ჩაეშვა!

Adobe-ს სურს, AI საჭიროებების მქონე მომხმარებლები თავიანთ პლატფორმაზე მიიზიდოს, ამიტომ ჯერ განახლებული Firefly-ის ვებაპლიკაცია შესთავაზა მათ, რომელიც სურათებისა და ვიდეოების გენერირების მოდელებთან ერთად, მესამე მხარის მოდელებსაც მოიცავს. ახლა კი Firefly-ის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე გამოუშვა და მომხმარებელს თავისი მოდელების გარდა, OpenAI-ის GPT სურათების გენერირების, Google-ის Imagen 3-ისა და Veo 2-ის და Flux 1.1 Pro-ს გამოყენების შესაძლებლობა მისცა. 

ვებაპლიკაციის მსგავსად, ახალი სმარტფონის აპლიკაციაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე დააგენერირონ სურათები და ვიდეოები, ან თავად სურათები გარდაქმნან ვიდეოებად. მეტიც, ფოტოების კონკრეტული ნაწილების რედაქტირებაც შეგეძლებათ. Adobe Creative Cloud-ის გამომწერებს კი პროექტის დაწყება Firefly-ის მობილურ აპლიკაციაში შეუძლიათ და შემდგომ მისი ღრუბელზე შენახვა, რათა წვდომა ვებ და დესკტოპ აპლიკაციებით მიიღონ. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ახლა უფრო მეტ მესამე მხარის მოდელს უჭერს მხარს, მათ შორის Black Forest Labs-ის Flux.1 Kontext-ს, Ideogram-ის Ideogram 3.0-ს და Runway-ის Gen-4 Image-ს ვხვდებით.

სიახლეები არც ამით მთავრდება, ბრენდმა Firefly Boards-იც განაახლა, ხელსაწყო, რომელიც ვიდეოების გენერირებას სხვებთან თანამშრომლობით გთავაზობთ. Canvas კი მომხმარებლებს ვიდეოების გენერირების საშუალებას მისცემს როგორც Adobe-ის ვიდეო მოდელების გამოყენებით, ისე კონკურენტების ხელსაწყოებით…

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

Tinder-მა Double Date-ის ფუნქცია ჩაუშვა