in

უთხარით და დაარედაქტირებს — Adobe Firefly-ის ახალი ფუნქციით ფოტოებს უკვე ტექსტური მოთხოვნით დაამუშავებთ

Lenovo
Lenovo

თუ ფოტოში რაღაც ცვლილების განხორციელება გსურთ, რედაქტირების რთულ პროცესში ჩაშვების ნაცვლად, შეგიძლიათ, უკვე პირდაპირ Adobe Firefly-ს უთხრათ, რა გააკეთოთ და საქმეც სრულად მას მიანდოთ. ამას Prompt to Edit-ის ახალი ფუნქციით გააკეთებს, რომელიც აპლიკაციის სურათების გენერირების ხელსაწყოში ცხოვრობს და მარტივი ენით ნათქვამ ცვლილებებს ახორციელებს.

პროცესი ასეთია: მომხმარებლებმა უნდა ატვირთონ ფაილებიდან თავისი სურათი ან ნულიდან დააგენერირონ იგი, შემდგომ კი აღუწერონ, რისი შეცვლა სურთ. როგორც კი სურათი აიტვირთება, რედაქტირება მოკლე მინიშნებების საშუალებით განხორციელდება, რომელიც ცვლილებას აღწერს და არა, პროცესს. შეგიძლიათ ობიექტების გადატანა, წაშლა, დამატება ან რაიმე დეტალის დახვეწა სთხოვოთ. ამგვარად, ხეს პოზიცია შეუცვალოთ, ცას განწყობა და ყავას ჭიქა, რისი შესაძლებლობაც აქამდე ნამდვილად არ არსებობდა.

მაგალითად კალათში მძინარე ფისოს ფოტოს გვიზიარებენ, რედაქტირებამდე და მის შემდეგ არსებულ კადრებს, რომლებშიც ვხედავთ, რომ ბუხრის მასალა შეცვლილია, სათამაშო დამატებული, კატა კი გაღვიძებული და უფრო პატარა ასაკის.

Initial Generative Prompt (Before): Create an image of a sleeping cat in a knitted bed resting before a smoldering fireplace. To the left, add a comfy couch and rain hitting a windowpane.
Prompt to Edit (After): Make the fireplace brick, add a toy in front of the bed, and make the cat awake, appearing younger.

საინტერესოა, რომ აქ მთლიანი სურათის დამუშავების ნაცვლად, მომხმარებლებს ელემენტების ეტაპობრივად დახვეწა შეუძლიათ. ეს აადვილებს ექსპერიმენტებს, ვარიაციების შედარებას და ვიზუალის კორექტირებას იდეების ცვლილებისას.

8-საათიანი ცოცხალი ვლოგი, რომელსაც არასოდეს გადაახვევდით – როგორი იყო Creators Summit 2025

განსაკუთრებული ახალი წელი სილქ ჰოსფითალითის ობიექტებში – გაიგეთ, თუ რა გელოდებათ საქართველოს მასშტაბით