in

Adobe Firefly-მ ახალი AI ხელსაწყო გამოუშვა

M2

წლევანდელ Adobe Summit-ზე კომპანიამ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის Firefly-ის დანამატზე გაამჟღავნა ინფორმაციები… Structure Reference ფუნქციაა, რომელიც მიზნად ისახავს, მომხმარებლებს თავიანთი იდეების რეალობად ქცევაში დაეხმაროს. ოღონდ უფრო ზუსტ შედეგებსა და ნაკლებ შეფერხებას გვპირდებიან, სურთ შემოქმედებითი ძალაუფლება სწორედ მომხმარებელთა ხელებში მოექცეს. 

კონკრეტულად რომ ვთქვათ, Adobe Firefly-ის ახალი ფუნქცია შემოქმედებით ადამიანებს საშუალებას აძლევს, უკვე არსებული სურათი ნიმუშად ან საფუძვლად გამოიყენონ, რათა შემდგომში ახალი ნამუშევრები მსგავსი განლაგებით დააგენერირონ. მაგალითისთვის, შესაძლოა, ოთახის განლაგება ან ლანდშაფტის კომპოზიცია მოგეწონოთ და მოგინდეთ, რომ იქ მეტად ფანტასტიკური სცენარი განავითაროთ. Structure Reference ზუსტად ამას გააკეთებს.

როგორც ამბობენ, ეს ფუნქცია უსასრულო შესაძლებლობებს სთავაზობს მომხმარებლებს — შეუძლიათ, სივრცეები უბრალოდ ატვირთვითა და დაკლიკებით სრულად გარდაქმნან, გადააკეთოთ სკეტჩი ან ოთახის ფოტო განსხვავებულ დიზაინებში. ბავშვის ნახატსაც კი ხელოვნების დიდებულ ნიმუშად გარდაქმნის, ნახატების სტილს ფოტორეალისტურ გამოსახულებებად წარმოგვიდგენს ან თუნდაც თავდაპირველი სტრუქტურის ფარგლებში სრულიად ახალ საგნებს ქმნის. 

მეტიც, მომხმარებლებს უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი პროექტებზე ნიუანსური კონტროლი ჰქონდეთ, როგორც სტილის, ისე სტრუქტურის კუთხით. Firefly-ის მიერ გენერირებულ ნიმუშებს თან ერთვის Content Credentials-ის ნიშნულიც, რათა სურათის ფორმირებაში ხელოვნური ინტელექტის წვლილი აღნიშნონ.

თანაც Structure Reference უკვე ხელმისაწვდომია Firefly-ის როგორც ვებ, ისე მობილურ აპლიკაციებში. 

Nintendo ყველა სახლში – თამაშების გიგანტის წარმატების ისტორია

IKEA-ს თქმით, კატების დამსხვრეული ნივთების გამო არ უნდა იდარდოთ!