in

წლის ბოლოს Adobe Firefly Video Model-ს AI ფუნქციები დაემატება

veon
veon

Adobe ვიდეოების გენერირების ახალ ეპოქას იწყებს, რაღა თქმა უნდა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი ხელსაწყოებით, რომელთა უკან Adobe Firefly Video Model დგას. იმისთვის შექმნეს, რომ კრეატორებს მეტი კონტროლი მისცენ შემოქმედებით პროცესზე, შესთავაზონ ახალი გზები საკუთარი იდეების გასაცოცხლებლად და შეავსონ ხარვეზები შეუფერხებლად. აღნიშნული ხელსაწყოები სულ პირველად ამ წლის დასაწყისში გამოცადეს, ახლა კი გვპირდებიან, რომ მათ წლის ბოლოსთვის ჩაუშვებენ და ვიდეოების რედაქტირების პროცესს სრულად გარდაქმნიან. 

ფუნქციებს შორისაა Firefly-ით გაძლიერებული Text to Video-სა და Image to Video-ს ხელსაწყოები, რომლებიც მალე Firefly.Adobe.com-ზე იქნება ხელმისაწვდომი. Adobe Premiere Pro-ს კი ახალი Generative Extend-ის ფუნქცია დაემატება. 

Text to Video ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, ვიდეოები ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე დააგენერიროთ — ამაში კი, ერთი შეხედვით, ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ თქვენ მეტი კონტროლის შესაძლებლობას მოგცემენ, იქნება ეს კამერის კუთხე, ობიექტების მიახლოება თუ მოძრაობის სიჩქარე. მსგავსად, Image to Video-ს ფუნქცია სტატიკურ სურათებს ან ილუსტრაციებს გააცოცხლებს, რითაც მეტად დინამიკურ Live გამოსახულებებს შემოგთავაზებთ.

ახალი ფუნქციების დამატების მიზანი კი ვიდეოების შემქმნელთათვის პროცესის გამარტივებაა და მათთვის მეტად შემოქმედებითი შესაძლებლობების შეთავაზება. თანაც ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ კრეატორებს ტექნიკური გამოწვევების ნაცვლად, სთორითელინგზე ფოკუსირების საშუალება მიეცეს. 

იმაზეც უსვამენ ხაზს, რომ Firefly Video Model კომერციულად უსაფრთხო იქნება, რადგან ყველა გენერირებული კონტენტი Adobe-სგან დადასტურებული მასალებით იწვრთნება და არა, მომხმარებელთა მონაცემებით. ამგვარად, მეტად თავდაჯერებულიც შეგიძლიათ იყოთ მისი გამოყენების დროს და თუ უკვე Firefly Video Model-ის გამოცდა მოგინდათ, ბეტა ვერსიისთვის მომლოდინეთა რიგებშიც შეგიძლიათ, ჩაეწეროთ.

გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვანი პროფესიონალებისგან