in

Adobe Fonts-ს 1500 შრიფტი დაემატა

ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური გაფართოების მომსწრენი ვხდებით, რადგან Adobe Fonts-ის კოლექციას 1500 შრიფტი დაემატა— კლასიკურ და თანამედროვე ფონტებს აერთიანებს, მათ შორის ყველაზე ხშირად გამოყენებულსაც შრიფტებს დიზაინის ისტორიაში. აქ Helvetica, Gotham, Avenir, Times New Roman, Arial, და Proxima Nova-ც შეგხვდებათ.

BOG
BOG

შრიფტების უმეტესობა Monotype-თან თანამშრომლობით შეიქმნა, რაც ბრენდის 750 ფონტის Adobe-ის ეკოსისტემაში გაერთიანებას მოიცავს ისეთი ცნობილი სახელებით, როგორებიცაა, ზემოთ ხსენებულ Helvetica-ს, Gotham-სა და Avenir-თან ერთად, Benton Modern და FF DIN.

რაც შეეხება ენების მხარდაჭერას, იგი ახლა არაბულს, ჰინდისა და იაპონურსაც მოიცავს, რითაც მზარდ ინტერესს ასახავს გლობალური ხელმისაწვდომობისა თუ მრავალენოვანი დიზაინის მიმართ.

რაღა თქმა უნდა, ამ ჩამონათვალში Microsoft-ის Times New Roman და Arial-იც გვხვდება, რითაც თანამედროვე ნამუშევრებში კლასიკის შეტანას გვთავაზობენ:

Adobe Fonts-ის კოლექციის შრიფტები უკვე ჩაეშვა და ხელმისაწვდომია Creative Cloud-ის გამომწერებისთვის. არც ჩამოტვირთვაა საჭირო, რადგან Adobe Express-ში, Illustrator-ში, Photoshop-ში, InDesign-სა და Creative Cloud-ის სხვა აპლიკაციებშია ინტეგრირებული.

„პროფესიონალებისა და ტალანტების გუნდთან ერთად მუშაობა, ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება“ – გიორგი ყანჩაველი, თიბისის ახალი ტექ ლიდერი

12 აპრილს ახალი ქართული კომიქსების ანთოლოგიის პრეზენტაცია გაიმართება