Adobe Certified Professional World Championship გლობალური შეჯიბრია, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად აშშ-ში იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მონაწილეები, დავალებას Adobe Photoshop-ის და Adobe Illustrator-ის გამოყენებით ასრულებენ.
Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოს გუნდი გასულ წელს პირველად მონაწილეობდა, სადაც #სტეპერმა მარიამ ბაღათურიამ მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველო 70-ზე მეტ ქვეყანას შორის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
Adobe-ის გრაფიკა-დიზაინის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის, რეგისტრაციები საიტზე www.champion.ge უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.
როგორ გეხმარება სტეპი?
ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი Adobe-ის სერტიფიცირების პროცესს მოიცავს. რეგისტრაციის შემდეგ IT აკადემია STEP-ში გაივლი წინასაგამოცდო მასტერკლასებს, რაც სერტიფიცირების მარტივად და წარმატებით გავლაში დაგეხმარება.
- რეგისტრაციის ბოლო დღეა – 29 აპრილი, რის შემდეგაც დაიწყება სერტიფიცირების პროცესი
- სერტიფიცირების პროცესი და წინასაგამოცდო მასტერკლასები – 12 მაისამდე გაგრძელდება
სერტიფიცირების შემდეგ, რეგიონული ჩემპიონატისთვის, შეირჩევა საუკეთესო ქულების მქონე 30 მონაწილე. რეგიონული ჩემპიონატი 17 მაისს IT აკადემია STEP-ში გაიმართება და გამარჯვებულები უკვე კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება.
რეგიონულ ჩემპიონატამდე, პანელური დისკუსიის ფორმატში, სტეპში გაიმართება შეხვედრა Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2023 წლის მონაწილეებთან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას და დაკვირვებებს გაუზიარებენ მონაწილეებს.
რეგიონული ჩემპიონატის გამარჯვებულები საქართველოს, უკვე Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-ში წარადგენენ. მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით:
- I ადგილი – 8000 აშშ დოლარი
- II ადგილი – 4000 აშშ დოლარი
- III ადგილი – 2000 აშშ დოლარი
გარდა ჩემპიონატის საკონკურსო მასტერკლასებისა, IT აკადემია STEP, ღონისძიების პარტნიორებთან და მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად, გეხმარება აშშ-ის ვიზირების პროცესისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, ასევე სრულად დაფინანსებულია გამგზავრებისა და ცხოვრების ხარჯები.
ასე რომ თუ ხარ 13-იდან 22 წლამდე და გრაფიკული დიზაინი შენი გატაცებაა, არ გამოტოვო შესაძლებლობა, მიიღო უნიკალური, საერთაშორისო საკონკურსო გამოცდილება.
გახსოვდეს, რეგისტრაციის ბოლო დღეა 29 აპრილი – გაიარე რეგისტრაცია.
ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი – Lenovo
ღონისძიების მხარდამჭერები – აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია – ACAG, UN Woman, ProductTank Tbilisi, ProCredit Bank, ახალგაზრდობის სააგენტო
მედიამხარდაჭერა – MARKETER.GE, BM.GE, AMBEBI.GE, IPN.GE, BPN.GE, INTERMEDIA.GE, KVIRISPALITRA.GE, MSHOBLEBI.GE, საზოგადოებრივი მაუწყებელი, PALITRA NEWS, RADIO PALITRA, TV IMEDI, RUSTAVI 2
[პარტნიორის კონტენტი]