მას შემდეგ, რაც Adobe-მ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები Creative Cloud-ში დანერგა, Illustrator-ის იდეალური შემცვლელის პოვნა უფრო გართულდა, რადგან მას ახლა კონკურენტებთან შედარებით გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. მაშინაც კი, თუ ზოგადად გენერაციული ხელოვნური ინტელექტით არ ხართ დაინტერესებული, Illustrator-ში არის რამდენიმე სასარგებლო ინსტრუმენტი, როგორიც სხვაგან არ არსებობს.
თუმცა მაინც არაერთი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება Adobe Illustrator-ის ალტერნატივას ეძებდეთ. შესაძლოა, არ გინდოდეთ გამოწერის გადახდა, ან ინტერფეისი არ მოგწონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს ვარიანტები, რომლებიც Illustrator-ის მსგავს ფუნქციას ასრულებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავისი განსხვავებებიც აქვს.
ქვემოთ სხვადასხვა მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ ხელსაწყოებს გაგიზიარებთ.
მას ერთჯერადად ყიდულობთ და შემდეგ შეუზღუდავად იყენებთ. მუშაობს Windows, Mac, iOS სისტემებზე და რეკომენდებულია პროფესიონალი დიზაინერებისთვის. მას ბევრი სპეციალისტი გვირჩევს და იმასაც დასძენენ, რომ Adobe Illustrator-ის საუკეთესო ალტერნატივაა.
პირველად 2014 წელს გამოვიდა და მისი მეშვეობით ნებისმიერ ვექტორულ დიზაინზე შეიძლება მუშაობა. აღსანიშნავი ისიცაა, რომ Mac-ებზე ის Illustrator-ზე სწრაფად მუშაობს, რის გამოც მან Apple-ის დიზაინის ჯილდო მოიპოვა.
Affinity Designer-ს შეუძლია AI და PSD ფაილების იმპორტი და ექსპორტი, ასევე მრავალი სხვა ფორმატის შეთავსება.
2025 წელს Figma გახდა ინტერფეისისა და ციფრული პროდუქტის დიზაინის მთავარი ინსტრუმენტი, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა მისმა ფუნქციებმა და თანამშრომლობის შესაძლებლობებმა. მუშაობს Windows-სა და macOS-ზე ბრაუზერზე, ასევე, დესკტოპზე. ის გუნდებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში იმუშაონ ერთად: დაარედაქტირონ, შექმნან პროტოტიპები და გასცენ უკუკავშირი.
Figma იდეალურია აპლიკაციებისთვის, ვებსაიტებისა და ნებისმიერი ციფრული ინტერფეისისთვის. ნაკლებად იყენებენ ბეჭდური პროდუქტების შესაქმნელად.
ის გთავაზობთ როგორც ერთჯერად გადახდას, ისე გამოწერის სისტემას. მუშაობს Windows-ზე, Mac-ზე, ბრაუზერსა და iPad-ზე. რეკომენდებულია ილუსტრატორებისა და მხატვრებისთვის.
თუ Adobe Illustrator-ის ისეთ ალტერნატივას ეძებთ, რომელიც არ გავალდებულებთ გამოწერას, CorelDRAW Graphics Suite-მა შეიძლება თქვენი ყურადღება მიიპყროს. ერთჯერადი შეძენის სოლიდური ოფციითა და 1989 წლით დათარიღებული ისტორიით, Corel-ის პაკეტი გთავაზობთ ძლიერ ვექტორული ხატვის ინსტრუმენტებს,განლაგების შესაძლებლობებს და ნაცნობ ინტერფეისს, რაც Adobe-დან გადასვლას შედარებით უმტკივნეულოს ხდის.
უფასო ხელსაწყოა. შეეფერება Windows-ს, Mac-სა და Linux-ს. ის არის ღია კოდის ვექტორული რედაქტორი, რომელიც დაბალი სიმძლავრის მქონე კომპიუტერებზეც კარგად მუშაობს.
1.3 და 1.4 ვერსიების ბოლოდროინდელმა განახლებებმა დაამატა რამდენიმე ნამდვილად სასარგებლო ფუნქცია, რაც Inkscape-ს კიდევ უფრო ძლიერ კონკურენტად აქცევს ყველასთვის, ვინც ეძებს Illustrator-ის უფასო ალტერნატივას. შესამჩნევად გაუმჯობესდა შესრულება, განსაკუთრებით რთულ დოკუმენტებთან მუშაობისას, ხოლო ახალი Shape Builder Tool ფორმების რედაქტირებას გაცილებით ინტუიციურს ხდის. ასევე აქვს ფილტრების გალერეა.
ამ ხელსაწყოს ერჯერადი შეძენის სისტემა აქვს და მუშაობს Mac-ზე. რეკომენდებულია: UI/UX დიზაინერებისთვის, აპლიკაციებისთვის. თუ Apple-ის მომხმარებელი ხართ, Sketch კარგი ალტერნატივაა Illustrator-ისთვის.
მას აქვს მარტივი ინტერფეისი და თანამშრომლობის „ჭკვიანი” ფუნქციები. მართალია, საუკეთესო ხელსაწყო არ არის, მაგრამ თუ ეძებთ შაბლონების ბიბლიოთეკას და მარტივი ფუნქციები გჭირდებათ, ნამდვილად გამოგადგებათ.














