Adobe Certified Professional World Championship – გლობალური შეჯიბრია, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გაიმართა და ამ საერთაშორისო შეჯიბრში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველო პირველად მონაწილეობდა.
სამზადისი – როგორ დაიგეგმა ჩემპიონატში მონაწილეობა
გამომდინარე იქიდან, რომ IT აკადემია STEP-ში გრაფიკა და დიზაინი ერთ-ერთი, ძალიან პოპულარული მიმართულებაა, ჩემპიონატში საქართველოს ჩართვის იდეაც სწორედ „სტეპში“ დაიბადა. მოსაზრებები მალევე, IT აკადემია STEP-ისა და BTU – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შორის გაზიარდა და ინიციატივის ხორცშესხმა, სწორედ ამ ორი სასწავლებლის, უპირობო და სამაგალითო პარტნიორობის შედეგად მოხდა.
ჩემპიონატის საერთაშორისო ორგანიზატორების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რადგან ეს პირველი პრეცედენტი იყო საქართველოსთვის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რეგიონული ჩემპიონატის ჩატარება და ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა იყო. მალევე განისაზღვრა შესასრულებელი ამოცანები და დავალებები ჩემპიონატის აღმასრულებელი გუნდის წევრებს შორის განაწილდა.
რეგიონული ჩემპიონატი – მონაწილეების შერჩევა და სერტიფიცირება
პირველ ეტაპზე, ჩემპიონატისთვის შეარჩიეს და მოიწვიეს პარტნიორები, რომელთა მხარდაჭერაც მნიშვნელოვანი და ზოგ შემთხვევაში გადამწყვეტიც კი გახდა, რომ შეჯიბრი შემდგარიყო. აღსანიშნავია, რომ პარტნიორობის შეთავაზებას, არცერთი უარი არ ჰქონია და საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებისთვისაც საკუთარ წარმატებასთან ერთად, ქვეყნის წარმატებაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიების პარტნიორები გახდნენ: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია – ACAG, CG Georgia და რა თქმა უნდა Marketer.ge. პროექტის გენერალური მხარდამჭერი გახდა TBC ბანკი, ხოლო ტექნოლოგიური პარტნიორი, კი – Lenovo.
მონაწილეობისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო Adobe-ის სასერტიფიკატო გამოცდის ჩაბარება, რაც IT აკადემია STEP-თვის უკვე კარგად ნაცნობი პრაქტიკაა. ამიტომ, სასერტიფიკატო გამოცდა და შემდეგ, უკვე რეგიონული ჩემპიონატიც, “სტეპში” გაიმართა. აქვე ხაზგასასმელია, რომ გამოცდა ფასიანია, თუმცა IT აკადემია STEP-ის გრაფიკა-დიზაინის სტუდენტებისთვის მონაწილეობა დაფინანსებული იყო “სტეპის” მიერ.
საერთო ჯამში, რეგიონულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, Adobe-ის სერტიფიცირება 30-მა ახალგაზრდა დიზაინერმა გაიარა. რეგიონული ჩემპიონატზე, მათ მიეცათ დავალება, რის მიხედვითაც უნდა შეემუშავებინათ პრინტ-ნამუშევრები თემაზე: „ჰაერის დაბინძურება – საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის“. ნამუშევრები, სპეციალურმა ჟიურიმ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა. გამარჯვებულები გახდნენ – ალექსანდრე ხალვაში, მარიამ ბაღათურია და ლიზი ნოზაძე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე, აშშ-ში გაემგზავრნენ.
მსოფლიო ჩემპიონატი – აშშ, ფლორიდა. საქართველო Adobe-ის მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა
და დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ამ ეტაპზე, მთავარი გამოწვევა მონაწილეებისთვის აშშ-ის ვიზების მოპოვება იყო, თუმცა მათ ეს ეტაპიც წარმატებით გაიარეს და სრული ძალებით შეუდგნენ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ქართველმა დამწყებმა დიზაინერებმა, ღონისძიების ფარგლებში, შეიძინეს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება და შექმნეს საკუთარი პორტფოლიოები. მათ აშშ-ის რამდენიმე შტატში იმოგზაურეს.
Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კერძოდ კი ფლორიდაში, ჩატარდა. ქართველ ფინალისტებთან ერთად, ჩემპიონატში მსოფლიოს 71 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. შეჯიბრის თემა იყო – “Refugees Welcome – Always”. კონკურსის შედეგად, 10 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. საქართველო კი, მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა – #სტეპერმა მარიამ ბაღათურიამ ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დაიკავა.
საქართველოს Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე წარდგენა და ახალგაზრდა დიზაინერების ხელშეწყობა, საკონკურსოდ მომზადების პროცესში, IT აკადემია STEP-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უკვე დაწყებულია მზადება მომავალი წლის ჩემპიონატისთვის.
დარეგისტრირდი მარტივად, მოიპოვე შენი შანსი Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად და დაიწყე მომზადება დღესვე.
[R]