in

Adobe Lightroom-ს ცაციებისთვის კომფორტულ პროგრამად აქცევს

veon
veon

იმის გათვალისწინებით, რომ მემარცხენე ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის 10%-ს შეადგენენ, ალბათ, თქვენც გყავთ ერთი ცაცია ნაცნობი, რომელზე ზრუნვა ამჯერად Adobe-მ გადაწყვიტა — Lightroom Mobile-ს მემარცხენეებზე მორგებულ პროგრამად აქცევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარამეტრების გადატანა მარცხენა მხარეს იქნება შესაძლებელი.

Photoshop-ისგან განსხვავებით, სადაც ჩანართის გადაადგილება და თქვენთვის სასურველ ადგილზე მოთავსებაა შესაძლებელი, Lightroom-ში პანელი ეკრანის მარჯვენა მხარეს იყო დაფიქსირებული. მაშინ კი, როცა მემარცხენეები პროგრამაში პლანშეტით მუშაობდნენ, ეს გამოწვევას ჰგავდა, რადგან მათ ხელების ჯვარედინი მოძრაობების გამოყენება უწევდათ, როცა, მაგალითად, ფოტოზე ფერების გასწორება უნდოდათ… 

სწორედ ამიტომ, Adobe-მ გადაწყვიტა, Lightroom Mobile ცაცია მომხმარებლებისთვის უფრო მოსახერხებელი გახადოს. დიახ, აქ უკვე პანელის გადატანა მარცხენა მხარესაც შეგეძლებათ. დააჭირეთ ღილაკს Input და Left-handed editing, რაც საშუალებას მოგცემთ, პროგრამა თქვენივე საჭიროებებს მოარგოთ. 

რაც შეეხება Lightroom Classic-ის მომხმარებლებს, მათ ეს ფუნქცია პარამეტრებში შეუძლიათ იპოვონ: Preferences > Interface > Swap only Develop Left and Right Panel Groups/Swap Left and Right Panel groups. შემდგომში კი, როცა აპლიკაციას გახსნიან, შეცვლილი სტრუქტურა დახვდებათ. 

მართალია, Adobe-ს ოფიციალურად არ უთქვამს, თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი ეს ფუნქცია Lightroom CC-ზე, მაგრამ, ვარაუდობენ, რომ ამის შესახებ საკმაოდ მალე გავიგებთ…

Guerlain-მა მატისის შთაგონებით, $170 000 ღირებულების სუნამო გამოუშვა

Rolls-Royce მუშაობს რეაქტორზე, რომელიც ასტრონავტებს მარსამდე უსაფრთხოდ მიიყვანს