Adobe MAX-ის კონფერენციამ დიდებულად ჩაიარა და ამაზე მოწმობს სიახლეები Adobe Firefly-ის გაუმჯობესების შესახებ. სრულად ლიცენზირებულ აუდიო ჩანაწერების შექმნას, რეალისტურ გახმოვანებას და ვადებზე დაფუძნებულ ვიდეო რედაქტირებას ერთ AI სტუდიაში აერთიანებს…
სიახლეებს შორისაა ახალი Image Model 5-იც, საერთო ინტეგრაციები ისეთი დეველოპერებისგან, როგორებიც Google, ElevenLabs და Topaz Labs გახლავთ. აქვეა Project Moonlight-ის სასაუბრო აგენტი, რომელიც აპლიკაციებსა და სოციალურ ქსელებში მუშაობს.

Firefly-ის ახალი აუდიო შესაძლებლობები Generate Soundtrack-ს მოიცავს — ორიგინალურ ინსტრუმენტულ ჩანაწერებს ქმნის, რომლებიც კრეატორების ვიზუალებს შეესაბამება, ხოლო Generate Speech მომხმარებლებს მრავალ ენაზე ექსპრესიულ გახმოვანებას სთავაზობს ისეთი მოდელების მეშვეობით, როგორიცაა ElevenLabs. ამ ინსტრუმენტებით კი Adobe-ს სურს, სრულად მართოს კონტენტის წარმოების პროცესი, იდეიდან საბოლოო ვერსიამდე ისე, რომ სხვა აპლიკაციების საჭიროება გამორიცხოს.

ხოლო Image Model 5 სურათების გენერირების პროცესს 4-მეგაპიქსელიანი გარჩევადობითა და რედაქტირების უკეთესი ხელსაწყოებით აუმჯობესებს.

ამ ძირითადი ფუნქციების გარდა, Adobe-მ Firefly-ში პარტნიორი მოდელების უფრო ფართო ეკოსისტემა დანერგა — აქ ვხვდებით Google-ის Imagen 4-სა და Gemini 2.5 Flash Image-ს, Luma AI-ის Ray 3-სა და OpenAI-ის GPT Image-ს. კომპანიამ ასევე Firefly Custom Models-ის შესახებაც განაცხადა, რაც კრეატორებს მოდელების საკუთარ აქტივებსა თუ ვიზუალურ სტილზე დატრენინგების შესაძლებლობას სთავაზობს.

Project Moonlight კი ამ ეტაპზე კერძო ბეტა ვერსიაშია და საუბრების დამატებით შრეს გვთავაზობს, შეუძლია კრეატორების სოციალური მედიიდან და სტარტაპის პროექტებიდან აიღოს კონტექსტი, შემდგომ კი მომხმარებელს პერსონალიზებული შეთავაზებები წარუდგინოს ან სულაც პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნაში დაეხმაროს. ამ აგენტი AI-ით მომხმარებლები ჩვეული ენით საუბარს და კონცეფციიდან წარმოების პროცესზე მალევე გადასვლას შეძლებენ.

ამგვარად, Firefly Boards-ში იდეების გენერირებიდან დაწყებული, Firefly Creative Production-ში საბოლოო აქტივებით დამთავრებული, კრეატორებს ახლა ერთ სივრცეში აქვთ აუდიო, ვიდეო, სურათი და სასაუბრო AI. შედეგად, სამუშაო პროცესიც მეტად სწრაფი და მარტივი უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ბრენდმა Adobe Creative Cloud-ს ასობით ახალი AI ხელსაწყოც დაამატა…












