Adobe MAX-მა ფოტოგრაფიის, ვიდეოს, აუდიოს, 3D-სა თუ დიზაინის სფეროში ინოვაციებსა და საოცარ განახლებებს გვაზიარა, რომლებმაც ინდუსტრიაში სრული ტრანსფორმაციის მომსწრე შეიძლება, გაგვხადოს. არც მეტი, არც ნაკლები ცხრა პროექტზე უსვამენ ხაზს, სადაც ინჟინრები და მკვლევრები პროტოტიპებსა და ტექნოლოგიებს წარადგენენ.
წლევანდელი Sneaks ყურადღებას ამახვილებს შემოქმედებითი სამუშაო ნაკადების უსაზღვრო პოტენციალზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შემოქმედებით სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს იმაზე მეტ სიჩქარეს, სიზუსტესა და ძალაუფლებას ჰპირდებიან, ვიდრე ოდესმე. იდეების შესწავლის პროცესსაც უმარტივებენ და შექმნის დროსაც ამცირებენ რამდენიმე დღიდან რამდენიმე წუთამდე!
მეტიც, ამ პროექტებიდან ზოგიერთი Adobe-ის პროდუქტების ძირითად ფუნქციებში შეიძლება, ვიხილოთ, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი ენდობა:
ფოტოგრაფია
Project Perfect Blend — სურათებზე ადამიანებისა თუ ობიექტების დამატების პროცესს გაამარტივებს. ფერებსაც და განათებასაც მარტივად განსაზღვრავთ და ჩრდილების ერთმანეთში ბუნებრივად გადასვლასაც შეძლებთ. განახლებები სურათის ფონებსაც შეეხო და ახლა ამ პროცესში გენერაციული AI-იც ჩაერთვება… იდეა შეუფერხებელ პროცესსა და რეალურის მსგავსი ვიზუალების შექმნაში მდგომარეობს.
Project Clean Machine — მოკლედ რომ გითხრათ, არასასურველი განათებები მარტივად შეიძლება წაიშალოს როგორც ფოტოდან, ისე ვიდეოდან. Project Clean Machine კამერის ნათებას ავტომატურად აღმოაჩენს და წაშლის, რაც ძალიან მოსახერხებელია სუფთა კადრების უზრუნველსაყოფად.
ვიდეო
Project In Motion — ჩვეულებრივი ანიმაცია ვიდეოდ შეგიძლიათ, აქციოთ თქვენთვის სასურველი უბრალო აღწერილობით. გენერაციული AI-ის გამოყენებით, ანიმაციების ახალი სამუშაო ნაკადები შეგიძლიათ, იკვლიოთ და After Effects-ის პროექტის დახმარებით ტექსტი ანიმაციადაც გადააკეთოთ. მეტიც, სურათს სტილის შესახებ რეფერენსსაც დაამატებთ და მას თქვენს მოთხოვნას შეუსაბამებთ.
Project Know How — კონტენტის წარმოშობის შესახებ გვიყვება, Content Credentials-ის წარდგენით, როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სივრცეებში. თითის ანაბეჭდებისა და გამჭვირვალე ნიშნების საშუალებით მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ თავდაპირველ წყაროზე გასვლა. ასე კი Adobe ნდობის მოპოვებას ცდილობს და გამჭვირვალობის ერთგულიც რჩება.
ვექტორი
Project Turntable — 2D მარტივად შეგიძლიათ აქციოთ 3D-დ. საუკეთესო კი აქ ის არის, რომ ვექტორული გრაფიკა ორიგინალი ფორმის ერთგული რჩება, ამგვარად, არც დიზაინის თავდაპირველ შეგრძნებას დაკარგავთ.
აუდიო
Project Super Sonic — ჩვეულებრივი მოთხოვნის საფუძველზე შეგიძლიათ თქვენი ვიდეოსთვის მუსიკალური ეფექტები დააგენერიროთ ან უბრალოდ ვიდეოში არსებულ ობიექტებს დააკლიკოთ, რათა შექმნათ ხმები, მოთხოვნების გარეშე. ამ ხმების ხანგრძლივობაც შეგიძლიათ, აკონტროლოთ და ინტუიციურ პროცესადაც ჩამოაყალიბოთ. შეურიოთ ერთმანეთში წინა და უკანა ხედების ეფექტები და აირჩიოთ მიღებული ვარიანტებიდან სასურველი ხმა. მოკლედ იდეალურია თქვენი ვიდეო კონტენტისთვის შესაფერისი მუსიკის შესარჩევად.
3D/დიზაინი
Project Scenic — 2D სურათების შექმნის პროცესს ამარტივებს, თუმცა მანამდე საშუალებას გაძლევთ, 3D ჩარჩო Copilot-ისთვის გაზიარებული მოთხოვნის საფუძველზე შექმნათ. კამერის კონტროლისა და ცალკეული ობიექტების შეცვლის საშუალებას გაძლევთ, რითაც თავადვე უძღვებით სურათის გენერირების პროცესს. ამასთან, 3D გამოსახულებების უფრო ზუსტად რედაქტირების საშუალებასაც იძლევა. Regional Prompting კი უკვე თქვენს სურათებში არსებულ ობიექტებში კონკრეტული ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას გთავაზობთ.
Project Remix A Lot — სკეტჩის სუფთა დიზაინს გთავაზობთ. უბრალო საწყისი იდეით შეგიძლიათ დაიწყოთ და შთამაგონებელი სურათის გამოყენებით შემდგომში დახვეწოთ იგი. ხელსაწყო გენერაციულ AI-ს იყენებს, რათა შემოქმედებით პროცესს წარუძღვეს, საშუალება მოგცეთ, რომ თქვენი დიზაინი მრავალ ფორმასა და ზომას ერგებოდეს. მოკლედ, ჩათვალეთ, რომ თქვენი პერსონალური ასისტენტია…
Project Hi-Fi — სურათების შექმნის პროცესში ყველაფერს შეცვლისო, ასე ამბობენ… თქვენი ეკრანის ნებისმიერი ნაწილი შეგიძლიათ აიღოთ და გამოიყენოთ სახელმძღვანელოდ, რათა სწრაფად შექმნას მაღალი ხარისხის ფოტოები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. შემდგომი რედაქტირებისთვის კი ეს სურათები ჩვეულებრივ Adobe Photoshop-ში შეგიძლიათ დაამატოთ. Project Hi-Fi თქვენს შემოქმედებითობასა და პროდუქტიულობას აორმაგებს და AI ტექნოლოგიის დახმარებით ეკრანის კონტენტს დეტალურ ვიზუალებად აქცევს. ამგვარად, მარტივი გზაა თქვენი დიზაინის კონცეფციების სურათებად ქცევისთვის.











