in

Adobe-მ ედვარდ მუნკის ნაქონი, 100 წლის ფუნჯები გააციფრულა! კონკურსი Photoshop არტისტებისთვის!

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ Adobe ინოვაციური პროექტი განახორციელა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. პროექტი The Hidden Treasures of Creativity – შემოქმედების დამალული განძი, ციფრულ ფორმატში გამოყენებადს გახდის ნორვეგიელი ფერმწერის – ედვარდ მუნკის ნაქონ ფუნჯებს, რომლებიც 100 წლისაა. ოსლოში მდებარე მუნკის მუზეუმისა და ცნობილი Photoshop ფუნჯების შემქმნელის – კაილი ვებსტერის კოლაბორაციით, Adobe-მ ციფრულად განაახლა მუნკის მიერ, ცნობილი ნამუშევრების შექმნისას გამოყენებული შვიდი ფუნჯი. ისინი ხელმისაწვდომია 2017 წლის ივნისიდან Creative Cloud for Photoshop-ში, ასევე, Sketch-ის მომხმარებელთათვის, მსოფლიოს მასტაბით.

BOG
BOG

 

მუნკის მუზეუმის ექსპერტების მხარდაჭერით, ორიგინალი ფუნჯები გადაიღეს ულტრა მაღალი რეზოლუციის კამერებით, 360 გრადუსზე, ამ გზით, ფოტოგრაფებმა შეძლეს ყველა დაბოლოების, კუთხისა თუ დეტალის დაფიქსირება, რის შედეგადაც შეიქმნა ფუნჯების ზუსტი, სამგანზომილებიანი გამოსახულება. ფოტოშოპში მათი სკანირება და ინტეგრირება მოახდინა კაილი ვებსტერმა. მუზეუმის ექსპერტებთან კონსულტაციით, კაილიმ შექმნა ზუსტი ფორმები თითოეული ფუნჯისათვის.

აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნჯების არჩევანის გაჩენის კვალდაკვალ, „ადობე” იწყებს კონკურსს ციფრული არტისტებისთვის. კონკურსის ფარგლებში, მათ უნდა შექმნან მხატვრის ერთ-ერთი შედევრის საკუთარი, ციფრული ვერსიები. ცნობილია, რომ მუნკმა დახატა „კივილის” ოთხი განსხვავებული ვერსია. კონკურსის ფარგლებში, Adobe მოუწოდებს არტისტებს შექმნან „მეხუთე კივილი”.

გამარჯვებული ნამუშევარი გამოიფინება მუნკის მუზეუმში, ნორვეგიელი ფერმწერის ნახატების გვერდით, ხოლო საუკეთესო არტისტი მიიღებს 6,000 ევროს.

iPad Pro-ს შთამბეჭდავი შესაძლებლობები და iOS 11 – Apple-ის ვიდეორგოლი

#იმოქმედე! – იუსტიციის სამინისტრო აგრძელებს კამპანიას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ