in

Adobe PDF ფაილებს AI ფუნქციებს ამატებს

veon
veon

PDF ფაილები პირველად 1993 წელს გამოჩნდა, ერთი მხრივ კი გარანტიას გვთავაზობს, რომ მასში მასალების თანმიმდევრობა ზუსტად იქნება დაცული და არაფერი აირევა, თუმცა, მეორე მხრივ, რედაქტირების შესაძლებლობას არ გვაძლევს… Adobe-ში კი ფიქრობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს მოაგვარებს — ისეთ AI ფუნქციებს გვაცნობენ, რომლებიც PDF ფაილის წამებში გაანალიზების საშუალებას მოგცემთ, ინსაითებსაც შეაჯამებს და ძალიან კონკრეტულ კითხვებზეც გიპასუხებთ. 

დემო ვერსიაში აჩვენებენ, თუ როგორ პასუხობდა AI ბუნებრივი ენით დასმულ კითხვებს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 100 გვერდზე მეტი იყო… ფიქრობენ, რომ ამ ტემპით PDF Office 365-ის კონკურენტად შეიძლება მოგვევლინოს. თუმცა Adobe-სთვის PDF ყოველთვის წარმოადგენდა გამოწვევას დიზაინისა თუ ტექნიკური მახასიათებლების გამო. ხოლო ფილ იდენსის Adobe Document Cloud-ის VP-ის თქმით, პირველი 20 წელი გვერდის პიქსელების სრულყოფას დაეთმო. სწორედ ამის გამო გამოიყურება თქვენს ეკრანზე გამოსახული ფაილი და მისი ნაბეჭდი ვერსია ერთნაირად. თუმცა თავდაპირველად ეს ეკრანიც მხოლოდ დესკტოპზე იყო გათვლილი, სმარტფონმა კი PDF-ის ჩვენებისას აშკარა ხარვეზები გამოავლინა.

აღმოჩნდა, რომ კარგად არ მუშაობდა, რთულია, დიდი ფაილი პატარა ეკრანს მოარგო, პიქსელებიც რომ მწყობრში იყოს, ამას ვერ წაიკითხავთ. მიახლოებისა და გვერდით გაწევა-გამოწევის მცდელობებიც იყო, მაგრამ ეს უბრალოდ უცნაური იქნებოდა, — განმარტავს იდენსი. 

ამგვარად, დააახლობით 5 წლის მანძილზე Adobe-ში კონკრეტული პრობლემის გამოსწორებაზე ზრუნავდნენ. საკუთარ AI სისტემებში მუშაობით კი იმას მიაღწიეს, რომ სისტემას დაასწავლეს, როგორ უნდა დაედგინა პარაგრაფები, სათაურები, დიაგრამები და სხვა ფორმატები. 2020 წელს Liquid Mode-იც ჩაუშვეს Acrobat-ში, რათა PDF-ებს მობილურზე მეტად წაკითხვადი UX ჰქონოდა. რეალურად, ამან იმუშავა, PDF ფაილი უკეთ იკითხებოდა, მაგრამ მაინც ძალიან დიდი იყო ტელეფონისთვის. ამიტომ, გუნდს უკვე ფუნქცია სჭირდებოდა, რომელიც ამ PDF-ის შეჯამებას შესთავაზებდა მომხმარებელს. მართალია, ამას ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურად ცდილობდნენ, მაგრამ მხოლოდ LLM-ების ბოლოდროინდელი განვითარებით გახდა შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა.

დღეს კი Acrobat-ს უკვე ორი კონკრეტული AI ფუნქცია აქვს, რომელსაც თქვენი PDF-ის მარჯვენა მხარეს შეხვდებით. პირველი AI შეჯამების ფუნქციაა, რომელიც დიდ ტექსტებს თავებად ყოფს. უბრალოდ ჩამონათვალში ნებისმიერ თავს უნდა დააკლიკოთ და იგი პუნქტებად ჩაგიშლით შეჯამებას. თუმცა აქვე იქნება მთავარი ფანჯარაც, რომელშიც თავდაპირველ ვრცელ ინფორმაციას მარტივად გაეცნობით. 

რაც შეეხება მეორე ფუნქციას, AI ასისტენტია, რომელიც Adobe-ს უფასო Reader-შიც შეგხვდებათ. ეს ვარიანტი ნაცნობი იქნება ყველასთვის, ვისაც ChatGPT ან LLM-ები გამოუყენებია. თუმცა თუ ისინი უამრავ მონაცემზე დაყრდნობით გვაწვდის ინფორმაციას, Acrobat მხოლოდ კონკრეტულ ფაილს დაეყრდნობა — აქ სვამთ PDF-ზე ნებისმიერ კითხვას და პასუხს იღებთ. სისტემა ავტომატურად კითხვებსაც კი შემოგთავაზებთ. ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ წლიური ანგარიშის PDF-ში სისტემას შეკითხვა შემოსავლებთან დაკავშირებით დაუსვათ, ხელოვნური ინტელექტი კი დოკუმენტში სქემებსა და ტექსტებს გადახედავს და მათ მარტივი ფორმით მოგაწვდით. ან თუნდაც შეგიძლიათ, სთხოვოთ დიაგრამების ამოღება და ელ.ფოსტით გადაგზავნა. 

მეტიც, Adobe-ს შემთხვევაში კონფიდენციალურობაზე წუხილი არ მოგიწევთ, რადგან აქ AI თქვენს პირად მონაცემებს ისე აანალიზებს, რომ მათი გაჟონვის შიში არ უნდა გქონდეთ… 

#პორტფოლიო: 10 ნამუშევარი VAVAVA-ს შემოქმედებიდან

ქართველმა მსახიობმა „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო მიიღო!