iPhone-ის შემდეგ, Adobe Photoshop-ის აპლიკაცია ახლა უკვე ანდროიდის მომხმარებლებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი. ასე კი კრეატორებს საშუალებას აძლევს, გამორჩეულ ხელსაწყოებზე წვდომა კომპიუტერის გარეშე მიიღონ.
Photoshop-ის სრულად ფუნქციონირებადი მობილური აპლიკაცია უკვე უფასოდ არის ხელმისაწვდომი Google Play-ზე, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, Adobe-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ფუნქციებსაც მოიცავს სწრაფი და პროფესიონალური დონის რედაქტირებისთვის, სოციალური მედიის გრაფიკებისა თუ ციფრული ხელოვნებისთვის, რომლის გაკეთებაც ნებისმიერ ადგილას და დროს არის შესაძლებელი.
მათ შორისაა Generative Fill-ის ფუნქციაც — მომხმარებლებს ელემენტების დამატების, წაშლისა და გარდაქმნის საშუალებას აძლევს სურათზე. თანაც, ამას მხოლოდ ერთი მარტივი ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე აკეთებს. ხოლო მეტად დახვეწილი ნამუშევარი რომ შემოგვთავაზოს, ამისთვის Magic Wand აქვს. აქ ყველაფერი ისეა შექმნილი, რომ Photoshop-ის მომხმარებლებისთვის ნაცნობი იყოს, თუმცა, ამასთან, ახალწვეულებს ინტუიციურ გამოცდილებასაც სთავაზობენ.
ამ ეტაპისთვის ანდროიდის მომხმარებლებს აპლიკაციაზე წვდომა ბეტა რეჟიმში სრულიად უფასოდ შეუძლიათ მიიღონ და ამისთვის არც გამოწერა დასჭირდებათ.
მართალია, Photoshop-ის მობილური ვერსია დესკტოპს სრულად ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ სწრაფი რედაქტირებებისთვის ნამდვილად გამოდგება…