in

Adobe-მ უფასო აპლიკაცია Photoshop Camera გამოუშვა და ის უკვე ხელმისაწვდომია

veon
veon

Adobe-მ აპლიკაცია Photoshop Camera-ს შექმნა 2019 წლის ნოემბერში, კონფერენცია Adobe Max-ზე დააანონსა და დღეს ის უკვე უფასოდაა ხელმისაწვდომი App Store-სა და Google Play-ზე. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი Instagram ფოტოები სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანოთ, დაადოთ სხვადასხვა ეფექტი თუ ფილტრი გამოსახულებას გადაღების მომენტში, ან დაამუშაოთ შემდეგ. რა თქმა უნდა, აპლიკაციის სახელში ტყუილად როდი გვხვდება სიტყვა Photoshop. Adobe-მ ამ ერთი შეხედვით მარტივ აპლიკაციაში ამ პროგრამის უამრავი ხრიკი გამოიყენა. გარდა ამისა, ის რამდენიმე ხელოვნურ ინტელექტზე დაყრნობილი ფუნქციის გამოყენების საშუალებასაც მოგცემთ.

Photoshop Camera უფრო სოციალური მედიის მომხმარებლებისთვისაა გათვლილი, ვიდრე პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის. ის იყენებს Sensei AI-ს, იმისათვის, რომ გამოსახულებაში ობიექტები ამოიცნოს და ის ავტომატურად, ტონალობის, განათებისა თუ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, გირჩევთ რომელი ფილტრი, ან ფუნქცია გამოიყენოთ უკეთესი გამოსახულების მისაღებად. მაგალითად, თუ ფოტოში სახე ზედმეტად გადანათებულია, პროგრამა ამის გამოსწორებას გადაღების მომენტშივე ეცდება.

მალე, ქართული Drive-in კინოთეატრი MovieLand! მანამდე, გავიხსენოთ ავტო-კინო რუსთავის ავტოდრომზე

“გაფენტეზებული გონება” და განათლებაში ინტეგრირებული გეიმინგი – ქართული პლატფორმა Play 2 Learn