Adobe-ს ახალი ამბები აქვს — საქმე რომ გაგიმარტივოთ და თქვენს წარმოსახვასაც მისცეს ფრთების გაშლის საშუალება, Photoshop-სა და Illustrator-ს ახალ ფუნქციებს ამატებს. ამიტომ, ახლა პირდაპირ ფუნქციებზე გადავიდეთ.
Adobe Illustrator:
Generative Shape Fill (beta) — დიზაინერებს საშუალებას აძლევს, დეტალური ვექტორები ფორმებს დაამატონ, ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე, პირდაპირ Contextual Taskbar-იდან. თანაც უახლესი Firefly Vector Model-ითაა გაძლიერებული და, დიზაინის პროცესის აჩქარებასთან ერთად, სიზუსტესა და სიმძლავრეს გვპირდება.
Dimension Tool — პროექტებისთვის ზუსტი ზომების განსაზღვრაში დაგეხმარებათ, იქნება ეს შეფუთვის დიზაინი, არქიტექტურული ნახატი თუ მოდის ესკიზები.
Mockup (beta) — მაღალი ხარისხის ვიზუალური პროტოტიპების შექმნის საშუალებას მოგცემთ ისეთი ობიექტებისთვის, როგორებიცაა პროდუქტის შეფუთვა და ტანსაცმელი. ავტომატურად არგებს ნამუშევარს დახრილობებსა და კიდეებს, რითაც პროდუქტის რეალისტური მოქაფის შექმნას ამარტივებს.
Contextual Taskbar — ეს კი უკვე შემდგომი ნაბიჯების შემოთავაზებით მუშაობის პროცესს აჩქარებს. დინამიკური მენიუ აქვს, რომელიც ადაპტირდება იმაზე, რაზეც მუშაობთ და სწრაფადვე გთავაზობთ ხელსაწყოებს, რომლებიც ძალიან გჭირდებათ.
Retype — მარტივად გეტყვით, სტატიკური ტექსტის, ცოცხალ, რედაქტირებად ტექსტად გარდაქმნაში დაგეხმარებათ. ეს კი განსაკუთრებით გამოსადეგი იქნება პროექტებისთვის შრიფტების შერჩევისას…
Enhanced Selection Tools — ახალი Enclosed Rectangular Marquee Selection დიზაინერებს ობიექტების უფრო ზუსტად შერჩევაში დაეხმარება, რაც დეტალებით სავსე პროექტებზე მუშაობას გაამარტივებს.
Text to Pattern (beta) — ეს კი უკვე ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე შეგიქმნით სასურველ გამოსახულებას:
Style Reference — დიზაინერებს ეხმარება, სწრაფად დაარედაქტირონ ვექტორული გრაფიკები თავისსავე უნიკალურ სტილში, იქნება ეს სუბიექტები, პეიზაჟები თუ ნიშნები.
Enhanced Pan and Zoom — სწრაფ და შეუფერხებელ შესრულებას გპირდებათ, დიზაინერებს საშუალებას აძლევს, ძალიან დატვირთულ კომპლექსურ დოკუმენტებშიც კი მარტივად გაიკვლიონ გზა.
Photoshop:
Selection Brush Tool — აღნიშნული ხელსაწყო უკვე ფოტოშოპს ეკუთვნის და ფილტრების დამატებას, შერჩევასა თუ შექმნას მეტად ინტუიციურს ხდის. შეგიძლიათ, სურათზე სასურველი ნაწილები თავადვე აირჩიოთ და ასე რედაქტირების პროცესიც გააუმჯობესოთ:
Adjustment Brush Tool — მარტივად გეტყვით, კონკრეტული დეტალების დახვეწაში დაგეხმარებათ:
Generate Image — აქ Adobe Firefly Image 3 Model-თან გექნებათ შეხება. შემოქმედებითი პროცესის კონტროლის სრულიად ახალ დონეს გპირდებათ პირდაპირ Photoshop-იდან, შესაბამისად, პროექტების უფრო სწრაფად დაწყებაშიც გეხმარებათ:
Enhanced Type Tool — თუ სიების ან რაღაც ჩამონათვალის დატანა გიწევთ ფოტოებზე, ახლა ამისთვის მეტად სწრაფ და ავტომატურ ხელსაწყოს წარმოადგენს:
Enhance Detail in Generative Fill — სურათის დიდ ფორმატებში სიმკვეთრესა და მეტ დეტალს გპირდებათ, რითაც მაღალ ხარისხსაც უზრუნველყოფს.
როგორ მივიღოთ წვდომა ამ ფუნქციებზე?
Firefly Vector Model (beta) და სხვა ინოვაციები Adobe Illustrator-შია ხელმისაწვდომი, ხოლო ფოტოშოპის ახალი ფუნქციები მის დესკტოპ და ვებაპლიკაციებში.