in

Adobe-მ Photoshop-ის მობილური აპლიკაცია გამოუშვა!

M2

კომპანიამ უკვე ოფიციალურად ჩაუშვა Photoshop iPhone-ის მომხმარებლებისთვის, ანდროიდის ვერსიას კი წლის ბოლომდე ვიხილავთ. მობილური აპლიკაცია მრავალ სასარგებლო ხელსაწყოს გვთავაზობს და აპლიკაციაში შეუფერხებელ რედაქტირებას გვპირდება. Photoshop-ის მობილური ვერსიის გამოყენება როგორც პროფესიონალებს, ისე ჩვეულებრივ მომხმარებლებს შეუძლიათ. ამასთან, აპლიკაცია უფასო და პრემიუმ ფუნქციებს გვთავაზობს. 

Photoshop-ის ძირითადი ვერსია მობილურზე უფასოა, მათ შორის Tap Select-იც, რომელიც მომხმარებლებს გამოსახულებების ნაწილების ამოშლის, ხელახლა გაფერადების თუ სურათების გარკვეული ნაწილების ჩანაცვლების საშუალებას აძლევს. ასევე, Spot Healing Brush არასასურველი ელემენტების სწრაფად ამოშლაში დაგეხმარებათ. წვდომა AI ხელსაწყოებზეც გექნებათ, რაც დიზაინში ახალი ელემენტების დამატებისა და ფოტოების უკეთ რედაქტირების საშუალებას მოგცემთ.

უფასო ვერსია Adobe-ს სხვა აპლიკაციებთან ინტეგრაციასაც მოიცავს, მათ შორის Express, Fresco, Lightroom და Adobe Stock-ის ათასობით უფასო აქტივი. 

აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციის ჩაშვებასთან ერთად, Photoshop-ის ვებგამოცდილებაც გააუმჯობესეს, რაშიც რედაქტირების დახვეწილი ხელსაწყოები, Adobe Stock-ის უფასო აქტივებზე წვდომა და მრავალი სხვა შესაძლებლობა მოიაზრება. ფოტოშოფის ვებვერსია უკვე ხელმისაწვდომია Safari-ში, Chrome-ში, Firefox-სა და Edge-ის ბრაუზერში. 

რაც შეეხება უშუალოდ Adobe Photoshop-ის მობილური აპლიკაციის გადმოწერას, უფასოა, ხოლო გამოწერის ახალი სერვისი თვეში 7.99 დოლარი, წელიწადში კი 69.99 დოლარი ღირს. პრემიუმ მოდელი Object Select-ის, Magic Wand-ის, Content-Aware Fill-ისა და Clone Stamp-ის ხელსაწყოებს გვთავაზობს. ამასთან, წვდომას 20 000-ზე მეტ შრიფტზე…

ექსტრემალური ამინდი და სტრესი — როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე?

როგორ გავამხნევოთ ადამიანები რთულ სიტუაციაში