in

iPhone-ის მომხმარებლებისთვის Adobe Premiere ჩაეშვა! — AI ფუნქციები, რომლებიც აუცილებლად უნდა სცადოთ

ვიდეოების რედაქტირების პოპულარული აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომი Apple Store-ში გახდა და პროფესიონალური დონის ნამუშევრებს ჰპირდება იუთუბისა თუ ტიკტოკის კრეატორებს ან ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ვიდეოს 4K გარჩევადობით დამუშავება სჭირდება, არც მოძრავ გრაფიკაზე, სუბტიტრების გენერირებაზე, წარწერების დადებაზე, AI სტიკერებსა თუ სხვა პროფესიონალურ ფუნქციებზე იტყვის უარს.

აქ განსაკუთრებით მოგხიბლავთ AI ხმის გენერატორი — თქვენს ხმას ეფექტების გენერირებისთვის იყენებს, უბრალო ღიღინსაც კი აქცევს ორკესტრის ნამუშევრად. სახალისო ფუნქციაა, თუმცა არც პრაქტიკულობაზე უნდა დავხუჭოთ თვალი — უამრავ საათს დაზოგავს ვიდეოს დამონტაჯებისას ხმოვანი ეფექტების შერჩევის პროცესში. 

ვიცით, რომ სულ უფრო მეტი კონტენტი იქმნება ტელეფონით, დაწყებული სწრაფი, მოკლე ვიდეოებით და დამთავრებული უფრო კომპლექსური კონტენტით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ იქ, სადაც კრეატორები არიან, რათა მათ საკუთარი ამბის მოყოლა გავუმარტივოთ. Premiere Mobile-ით ჩვენი მიზანია ის სიზუსტე და კონტროლის დონე შევთავაზოთ მათ, რომელიც კომპლექსური რედაქტირებებისთვის არის საჭირო ისე, რომ გამოცდილება კვლავ ინტუიციური იყოს ახალი მომხმარებლებისთვისაც.

თითქმის ისეთივე ეფექტურია, როგორც დესკტოპის ვერსია, რაც კიდევ უფრო ზრდის მოლოდინებს…

რაც შეეხება ვიზუალს, Adobe მალევე მიხვდა, რომ აპლიკაციის პატარა ეკრანზე გადატანას გარკვეული ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა დიზაინში, ამიტომაც ხელსაწყოები და განლაგება ისე შეცვალა, რომ მომხმარებლებისთვის კვლავ მარტივი ყოფილიყო სანავიგაციოდ. უკუკავშირიც დადებითია.

Generative Sound Effects კი ფუნქციებს შორის გამორჩეულია — ტექსტური თუ ხმოვანი მოთხოვნის საფუძველზე ხმის ეფექტებს ქმნის, უბრალოდ ხმა უნდა აღუწეროთ, მუსიკის ტემპიც უთხრათ და დანარჩენს AI მიხედავს. აღნიშნული კი Stock Audio ბიბლიოთეკებში სტუმრობას აგარიდებთ თავიდან.

აპლიკაცია მეტყველების გაუმჯობესების ფუნქციასაც მოიცავს, რომელიც კიდევ ერთ AI ხელსაწყოდ გვევლინება. ეს უკვე ტელეფონის მიკროფონით მიღებულ მოყვარულთა აუდიოჩანაწერებს ასუფთავებს, აშორებს ექოსა და ფონურ ხმაურს. 

AI Galore კი ანიმაციური წარწერების გენერირების საშუალებას გვაძლევს ავტომატური სუბტიტრების გენერირებით, მოძრაობის ეფექტებითა და კინემატოგრაფიული გადასვლებით. ხოლო ფერების ავტომატური შეფასების ხელსაწყოებით ვიდეოს ერთიან ვიზუალს აძლევს.

Adobe ამტკიცებს, რომ Firefly-ის ხელსაწყოებით კომერციულად უსაფრთხო სტიკერებს აგენერირებს, მობილურ ინტერფეისშივე გარდაქმნის სურათებს ვიდეო კლიპებად და ვიდეოს ფონსაც აფართოებს, თუ საჭიროა. 

დაბოლოს, ერთი კლიკით სოციალურ ქსელებში გადაზიარების ფუნქცია აპლიკაციას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის გამოსაყენებლად, იქნება TikTok, YouTube Shorts თუ Instagram. თანაც, ფორმატსაც თავადვე არეგულირებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და, როგორც გითხარით, უკვე Apple Store-შია ხელმისაწვდომი. 

OpenAI-მ TikTok-ის კონკურენტი Sora-ს აპლიკაცია და AI მოდელი გამოუშვა

რატომ უნდა იყოს ზოგიერთი კამპანია მტკივნეული, რომ შედეგი ჰქონდეს