in

Adobe-მ Photoshop Elements 2025 და Premiere Elements 2025 ჩაუშვა

veon
veon

Adobe-მ ახლახან შემოგვთავაზა Photoshop Elements 2025 და Premiere Elements 2025 ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით, რომლებიც გვპირდება, რომ რედაქტირების პროცესს ყველასთვის გაამარტივებს, იქნება ეს მოყვარული ფოტოგრაფი თუ ვიდეოს კრეატორი. თანაც ორივე პროგრამა უკვე მხარს უჭერს Apple-ის M3 ჩიპს, რაც პირდაპირ გაუმჯობესებულ სიჩქარედ შეგვიძლია ვთარგმნოთ Mac-ის კომპიუტერებისთვის. 

ამასთან, კვლავ აგრძელებენ მომხმარებლებისთვის სახელმძღვანელო წესების შეთავაზებას, რათა მათ ახალი ტექნოლოგიების ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლაში დაეხმარონ. ახლა კი მოდით, სიახლეებისკენ გადავინაცვლოთ:

Photoshop Elements 2025

Photoshop Elements-ის ოჯახში ახალი AI ხელსაწყო დაგხვდებათ Remove-ის სახით და საშუალებას მოგცემთ, ობიექტები თუ ადამიანები ერთი ფუნჯის შეხებით გააქროთ:

ამასობაში, Depth Blur-ის ფილტრიც გაუმჯობესდა და ავტომატურად ასწორებს ფოკუსსა თუ ბუნდოვნებას ფოტოზე:

ობიექტებისთვის ფერების შეცვლაც გამარტივდა — უბრალოდ უნდა მონიშნოთ და აარჩიოთ ფერი:

როგორც იქნა, Combine Photos-ის ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რამდენიმე გამოსახულება მარტივად გააერთიანონ ერთ ვიზუალში:

Premiere Elements 2025

ვიდეოს შემქმნელებისთვისაც კარგი ამბები გვაქვს, Premiere Elements 2025 ტექსტის კონტროლისა და დინამიკური სათაურების შაბლონებს შესთავაზებს მათ:

White Balance-ის ხელსაწყოც მეტად რეალურ ფერებს გვპირდება:

LUT კი მთლიანი ვიდეოს ფერთა ტონის შეცვლაში დაგეხმარებათ, ხოლო Adobe Stock-ის ინტეგრაცია პროფესიონალებს სათაურების შაბლონებს შესთავაზებს:

საინტერესოა, რომ აღნიშნულ სიახლეებთან ერთად, Adobe-მ ვებისა და მობილური აპლიკაციები ბეტა რეჟიმში ჩაუშვა, რათა მოწყობილობებს შორის რედაქტირების საშუალება მოგვცეს და პროცესს მეტი მოქნილობაც შემატოს. 

Photoshop Elements 2025 და Premiere Elements 2025 ხელმისაწვდომია Adobe-ის ვებგვერდსა და Best Buy-ზე. 

„ჯუნგლების ახალი წიგნი“ 4 ოქტომბერს! – სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება

გარემოს პლასტმასით დაბინძურება – როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?