in

Adobe Premiere Pro-ს ახალი AI ფუნქციები ემატება

veon
veon

Adobe თავის გენერაციულ უნარებს ამჯერად ვიდეოსკენ მიმართავს და Premiere Pro-ს ახალ AI ხელსაწყოებს ამატებს. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, კომპლექსური რედაქტირების ამოცანები მეტი სიზუსტითა და უფრო მარტივადაც შეასრულონ.

Firefly-ის დახმარებით, ეს ახალი ხელსაწყოების წლის ბოლოსთვის გამოვა და რედაქტორებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში დაამატონ ან ამოშალონ ობიექტები, გააფართოონ კადრები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და შეინარჩუნონ გამჭვირვალობა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. თანაც ობიექტების დამატება ახლა მეტად ინტუიციური იქნება — მომხმარებლებს მათი ჩანაცვლება ან დამატება უბრალო მარტივი ტექსტური მოთხოვნებით შეეძლებათ.

რაც შეეხება ობიექტების ამოშლის ხელსაწყოს, ეს უკვე არასასურველი გამოსახულებების გაქრობის პროცესს ამარტივებს, იქნებიან ეს ადამიანები, ლოგოები თუ სხვა რამ. კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციაა Generative Extend-ის ხელსაწყო, რომელიც ჩარჩოებს არსებულ კადრებს მატებს, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია მოკლე ვიდეოების შემთხვევაში, როცა მეტი ხანგრძლივობა გვჭირდება.

ამასთან, კომპანია OpenAI-დან და Runway-დან ვიდეოს გენერირების მოდელების ინტეგრაციაზე მუშაობს, რათა B-roll კადრები მომხმარებლებმა პირდაპირ Premiere Pro-დან შექმნან. 

გამჭვირვალობა რომ დღევანდელ ციფრულ სამყაროში უმნიშვნელოვანესია, არც ეს დავიწყებიათ, ამიტომ Premiere Pro Content Credentials-ს მოიცავს — იარლიყს, რომელიც მომხმარებლებს მიანიშნებს, რომ კონტენტის შექმნაში მონაწილეობა ხელოვნურმა ინტელექტმა მიიღო, იმასაც კი ეტყვის, თუ რომელი მოდელი დაიხმარა ამ პროცესში…

დაბოლოს, თუ Adobe-ს დავუჯერებთ, პრაქტიკაში ეს ახალი ხელსაწყოები დრამატულად გაამარტივებს ვიდეო პროფესიონალების საქმეს.

მეგა რეზორტში Central Park Towers პრემიუმ კლასის საერთაშორისო რესტორნები გაიხსნება

როგორ შეუძლიათ დირექტორებს საბჭოსთან ურთიერთობის მართვა