in

Adobe Premiere Pro-ს უფასო აპლიკაცია iPhone-ის მომხმარებლებისთვის ჩაეშვება

ვიდეოების ტელეფონით რედაქტირება ხშირად შეზღუდულ შესაძლებლობებს უკავშირდება, თუმცა მალე Adobe პრემიერის პროფესიონალურ ხელსაწყოებს სმარტფონებშივე შემოგთავაზებთ — ახალი Premiere Pro-ს iOS აპლიკაციის დებიუტი თვის ბოლოს შედგება და პროფესიონალურ რედაქტირების ხელსაწყოებს მობილურის მომხმარებლებისთვის გახდის ხელმისაწვდომს. 

უფრო ზუსტად, 30 სექტემბერს აპლიკაცია iPhone-ის მომხმარებლებს Multi-track Timelines-ს, 4K HDR-ის მხარდაჭერას, ავტომატურ ტიტრებს, ვიდეოს, აუდიოსა და ტექსტის ულიმიტო ფენებს შესთავაზებს რეკლამებისგან თავისუფალ პაკეტში. წინასწარი შეკვეთები App Store-ზე უკვე დაწყებულია.

მართალია, ფუნქციების უმეტესობა უფასოა, მაგრამ ღრუბელზე შენახვისა და AI გენერირაციისთვსის Firefly-ის კრედიტებია საჭირო, რომელიც პირდაპირ ან Creative Cloud-ის გამოწერებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ.

Adobe Premiere Pro-ს უფასო აპლიკაციის ჩაშვება Adobe Premiere Rush-ის გაუქმებასაც ნიშნავს, რომელიც 2018 წლიდან უფრო ნაკლები შესაძლებლობის მქონე რედაქტირების აპლიკაციად გვევლინებოდა. თუმცა აპლიკაცია ავტომატურად ახლით არ ჩანაცვლდება…

ამასთან, მომხმარებლებს ვიდეოების ერთი კლიკით გადატანა შეეძლებათ TikTok-ში, Instagram-სა და YouTube Shorts-ში — ყველა ფორმატი ახლა ავტომატურად ადაპტირდება თითოეული პლატფორმის მოთხოვნებზე. მეტიც, პროექტების გადატანა, ასევე, შესაძლებელია დესკტოპის Premiere Pro-ში უფრო კომპლექსური რედაქტირებისთვის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი კი აქ Firefly-ს უკავშირდება, რომელიც ახლა პირდაპირ აპლიკაციაშია ჩაშენებული. კრეატორებს შეეძლებათ, აკრიფონ მოთხოვნები ხმოვანი ეფექტების, სტიკერებისა თუ ფონის დასაგენერირებლად. Enhance Speech-ის ფუნქციაც გამოიყენონ, რათა ხმაურიან აუდიოს სტუდიური ეფექტი შესძინონ. 

აპლიკაციაში Adobe Stock-იც არის ინტეგრირებული, რომელიც მრავალ უფასო მუსიკასა და 100-ზე მეტ შრიფტზე წვდომას გვთავაზობს. პირობასაც დებს, რომ მომხმარებლის კონტენტს, ნებართვის გარეშე, AI მოდელების დასატრენინგებლად არ გამოიყენებს.

რაც შეეხება თავად Adobe-ს მოსაზრებას ამ ამბავთან დაკავშირებით, აპლიკაციას ჩვეულებრივ კრეატორებსა და პროფესიონალ რედაქტორებს შორის დამაკავშირებელ ხიდად მიიჩნევს, რომელიც შექმილია იმისათვის, რომ Premiere Pro-ს სრული პაკეტის შეგრძნება დაგვიტოვოს და ინტუიციურიც იყოს ტელეფონით გამოყენებისას. 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზკლუბი ემატება

რას ნიშნავს Depopelganger? — პასუხი მეორეული ტანსაცმლის კამპანიაშია