in

Adobe-ის AI ფუნქცია ინფოგრაფიკების შესაქმნელად

Briano.ai
Briano.ai

Adobe იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მნიშვნელოვნად გაგვიმარტივებს ინფოგრაფიკების შექმნას. მიმდინარე კვირაში კომპანიამ Project Infograph It-ის ფუნქცია წარადგინა — ხელსაწყო, რომელიც გენერაციულ AI-ს ეყრდნობა მონაცემების საფუძველზე კონფიგურირებადი ინფოგრაფიკების შესაქმნელად.

როგორც Adobe-ის ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების ხელმძღვანელი, ერიკ მატისოფი განმარტავს, ამ მიდგომით მონაცემების დამუშავება და შესაბამის ვიზუალად ქცევა გაცილებით მარტივი გახდება. ტრადიციულად, ინფოგრაფიკის შექმნას დიზაინის უნარებისა და ცოდნის ნაზავი სჭირდება, Project Infograph It-ის დახმარებით კი სისტემისთვის მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებაა აუცილებელი. ამას ერთვის თანმხლები მოთხოვნის შეყვანა — რა ტიპის უნდა იყოს ინფოგრაფიკა და როგორ გადანაწილდეს ფერები.

მთლიანობაში, საკმაოდ სწრაფად იქმნება სხვადასხვა დიაგრამა, რაზეც დიდი ენობრივი მოდელი და AI ზრუნავს. არ აქვს მნიშვნელობა, ხაზოვანი სქემები გენდომებათ, წრიული თუ რაიმე ანიმაციური — ეს უახლესი ფუნქცია თითოეულს სათანადოდ შეასრულებს.

როგორ გავიღვიძოთ ადრე? — 10 ხრიკი

როგორ შევაყვაროთ თავი „ჰეითერებს“? — Jack in the Box-ის ექსპერიმენტი