Adobe Stock-ის მიერ შეგროვებული კვლევებისა და მონაცემების მიხედვით, პანდემიის პერიოდში, ოპტიმისტური და ავთენტური ილუსტრაციების, ვექტორული გრაფიკის, ფოტოების, 3D ვიზუალის, იმერსიული გამოცდილებისა და მოძრაობის გრაფიკის მიმართ ინტერესი გაიზარდა. მიღებულ დასკვნებს კი Adobe Stock 2022 წლის ვიზუალისა და დიზაინის ტენდენციების პროგნოზში გთავაზობთ.
ვიზუალური ტენდენციები
„ძალიან მხიარული“
ადამიანები დროს გარეთ, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში, ატარებენ. აქვთ მაღალი განწყობა და თავისუფლების შეგრძნება. ეს კი ქნის გამოსახულებას, რომელიც ოპტიმიზმსა და პატარა მომენტების სიხარულს ასახავს, ახლა კი სწორედ ამგვარი გამოსახულებების დროა. იფიქრეთ ცოცხალ ფერებზე, ანიმაციებსა და ნოსტალგიურ მომენტებზე, მაშინაც კი როცა, დიდი გამოწვევის წინაშე დგახართ.
„საკუთარ თავზე ორიენტირებული“
თუ თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, მაშინ როგორ უნდა იზრუნოთ სხვებზე? ეს ცნება ახლა ყველაზე ჭეშმარიტად ჟღერს. ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულსა და გაძლიერებას ეხება. ახალი ვიზუალური ტენდენცია აღიარებს საკუთარი თავის სიყვარულს სურათების საშუალებით. სურათების, რომლებიც ასახავს „თვითმიღებას, მედიტაციურ მომენტებს, სხეულის პოზიტიურად მიღებასა და ბუნებასთან კავშირს”.
„პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩვენს პლანეტას“
ადამიანები და ბრენდები, ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის სწავლებითა და მათი გაზიარებით, პლანეტაზე ზრუნვას იწყებენ. გარემოზე საუბრის დაწყებასთან ერთად, დედამიწაზე ორიენტირებული ვიზუალით აღფრთოვანებაც იზრდება.
„მოძრაობაში“
Adobe Stock ამბობს, რომ მოძრაობის ამსახველი სურათები არა მხოლოდ „ლამაზი და ვიზუალურად შთამაგონებელია“, არამედ ისინი „ჩვენთვის, შეხების გარეშე, ფიზიკურობის განცდის საშუალებაა“.
დიზაინის ტენდენციები
Soft Pop
„ადამიანები თავს არიდებენ გადატვირთვას და ეძებენ პოზიტიურ სურათებს, რბილ, ბედნიერ ფერებს“, – ამბობს Adobe. Soft Pop წარმოდგენილია პასტელებით, მოქნილი და მხიარული ფორმებით. გამოიხატება მსუბუქი, განზომილების მქონე, ბუშტის მსგავსი ასოებითა და ფიგურებით.
ახალი ნატურალიზმი
ეს ტენდენცია ადამიანებმა სახლში დიდი დროის გატარების შემდეგ მიიღეს. ის „სუფთა მოდერნიზმსა“ და „პოსტ მინიმალიზმს“ განასახიერებს. მას ხშირად თან ახლავს დედამიწის ტონები ან შავი, თეთრი და ტერაკოტის ფერები.
მემკვიდრეობა
ხელნაკეთი ილუსტრაციები, ტრადიციული ნიმუშები და ადგილობრივი ხალხური ხელოვნება ხალხის ყურადღებას იპყრობს და მთელ მსოფლიოში მაქსიმალიზს ქმნის. მიუხედავად მოგზაურობის შეზღუდვებისა, კულტურის აყვავება მაინც გრძელდება.
არაამქვეყნიური გამოსახულებები
და ბოლოს, როცა ყველა მეტავერსსა და კოსმოსურ მოგზაურობას ადევნებს თვალს, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ადამიანები არარეალურ, ახალი სამყაროს „ხედვებს“ ეძებენ.