in

Adobe Stock-ის ახალი AI ფუნქცია სურათებს დაარედაქტირებს

M2

უნდა ვაღიაროთ, რომ სასურველი ფოტოს პოვნა და შემდგომში მისი რედაქტირება ჩვენივე საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მოგებიანი, მაგრამ შრომატევადი საქმეა… სწორედ ამიტომ შემოგვთავაზა Adobe-მ ახალი AI ფუნქცია Customize-ის სახით. 

და რის შესაძლებლობას მოგვცემს Adobe Stock-ის ახალი ფუნქცია?

მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოტოების პოვნაში კი არ დაგეხმარებათ, არამედ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დეტალებს თქვენს შემოქმედებით ხედვას შეუსაბამებს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროექტში მოთხოვნილი ზომების შესაფერისი სურათების დამზადება იქნება თუ მრავალ აქტივში ერთნაირი ვიზუალური სტილის წარმოჩენა, ყველაფერს მარტივად გაუმკლავდება და კრეატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს გაგიმარტივებთ. 

მთავარი ამ ფუნქციაში რამდენიმე სურათის ერთად დახვეწის შესაძლებლობაა. თანაც, ხელსაწყო საძიებო შედეგების ისტორიასაც იმახსოვრებს და იმ ცვლილებებს, რომლებიც AI-ით განახორციელა. ასე კი ძველი თუ ახალი რედაქტირებების მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს.

რამდენად უსაფრთხო იქნება AI კონტენტის გამოყენება?

Adobe გვარწმუნებს, რომ Stock-იდან ჩამოტვირთულ ყველა ფოტოს ჩაშენებული IP Indemnification ექნება. სამართლებრივი დაცვის ამ ჟესტით კი სურთ, ის მომხმარებლები დაამშვიდონ, რომლებიც Adobe Stock-ის მასალებს კომერციული პროექტებისთვის იყენებენ.

დაბოლოს, საინტერესოა, რომ როცა Stock-ის ფოტოს რეფერენსად ვიყენებთ ან AI ხელსაწყოს დახმარებით ვარედაქტირებთ და შემდეგ ვიწერთ, სურათის ავტორი ჩვეულებრივ იღებს კომპენსაციას. ამგვარად, Adobe ფოტოგრაფებსა თუ ხელოვანებს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებასაც აძლევს…

ქართველი ჯუდოკების პოზიციები მსოფლიო რეიტინგში – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია

კანის ლომების ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო!