Adobe Fresco-ს ხუთ წელს კარგი ამბით აღნიშნავს და ციფრული ხატვის აპლიკაციას ყველასთვის უფასოდ ხელმისაწვდომს ხდის. დიახ, ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციის ინსტრუმენტების სრულ ნაკრებზე მიიღებთ წვდომას ისე, რომ ამაში არაფრის გადახდა მოგიწევთ. ასე კი Fresco კარს უღებს როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ხელოვანებს და მათ 1000-ზე მეტ პიქსელიანი ფუნჯებით ხვდება.
ხელსაწყოების მრავალფეროვნება კი რეალურ სამყაროში არსებული ნახატების მიბაძვის საშუალებას იძლევა. ბავშვებს, ანიმატორებს, სტიკერების შემქმნელებსა და ტატუ არტისტებსაც კი მათთვის ჩვეული ინსტრუმენტების დამატების შესაძლებლობას სთავაზობს.
განახლება პრაქტიკულ ფუნქციებსაც მოიცავს, რომლებიც დამატებითი სიზუსტისა და შემოქმედებითობისთვისაა. Motion-ის Bob-ის, Breathe-ისა და Bounce-ის ვარიანტები მარტივ გზებს გვთავაზობს წამებში ნამუშევრების ანიმაციისთვის, როცა არეკვლისა თუ ბრუნვითი სიმეტრიის ხელსაწყოები რთული დიზაინის შექმნაში გვეხმარება.
ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებიც Fresco-ს ეფლის მოწყობილობებიდან იყენებენ, Apple Pencil Pro-ს ინტეგრაციით სარგებლობა შეეძლებათ…
„ხატვა ფუნდამენტური მხატვრული საშუალებაა და ხშირად ადამიანები თავიანთ შემოქმედებით სწრაფვას ადრეულ ასაკში პოულობენ. როგორც უფასო აპლიკაცია, რომელიც ინტუიციური და სახალისო გამოსაყენებელია ყველასთვის, Fresco იდეალურია დამწყები კრეატორებისა და პროფესიონალებისთვის“, — აცხადებს დიპა სუბრამანიამი, Adobe Creative Cloud-დან.