in

Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დიზაინში – იწყება!

IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით, საქართველოში Adobe-ის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი, რეგიონული ჩემპიონატი გაიმართება. ის რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  1. შესარჩევი ეტაპი – მოიცავს Adobe-ის სერტიფიცირების პროცესს, რისთვისაც რეგისტრაციები დაიწყო 3 მარტიდან და გაგრძელდება 29 აპრილის ჩათვლით;
  2. რეგიონული ჩემპიონატი – გაიმართება 17 მაისს, სადაც კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდება 3 გამარჯვებული;
  3. მსოფლიო ჩემპიონატი – 28-31 ივლისი, აშშ, კალიფორნია.

ჩემპიონატის სრული პროცესი ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და პერსონალურ შეხვედრებს, რაც დაეხმარებათ მონაწილეებს, გაიმარტივონ გამოცდების ჩაბარების პროცესი.

Adobe-ის სერტიფიცირებულ პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, ამჯერად კალიფორნიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას რეგიონულ ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდა დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იღებენ.

Adobe Certified Professional World Championship არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი 2024 წლის 28-31 ივლისს კალიფორნიაში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის თავს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

მონაწილეები დავალების შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს და Adobe Illustrator-ს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-დან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებმაც 2024 წლის 12 მაისამდე უნდა ჩააბარონ ქვემოთ ჩამოთვლილი სასერტიფიკატო გამოცდები:

  • Adobe Certified Professional Visual Communication – Adobe Photoshop-ის გამოყენებით
  • Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration – Adobe Illustrator-ის გამოყენებით

მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით: I ადგილი – 8000 აშშ დოლარი, II ადგილი 4000 აშშ დოლარი, III ადგილი 2000 აშშ დოლარი.

შეგახსენებთ, რომ Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატში IT აკადემია STEP-ის ორგანიზებით, საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს. გასულ წელს გუნდი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გრაფიკა-დიზაინის გლობალურ შეჯიბრზე ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად.

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებსაიტს champion.ge.

ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი – Lenovo

ღონისძიების მხარდამჭერები – აშშ-ის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო – GITA, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია – ACAG, UN Woman, ProductTank Tbilisi, ახალგაზრდობის სააგენტო

მედიამხარდაჭერა – MARKETER.GE, BM.GE, AMBEBI.GE, IPN.GE, BPN.GE, INTERMEDIA.GE, KVIRISPALITRA.GE, MSHOBLEBI.GE, საზოგადოებრივი მაუწყებელი, PALITRA NEWS, RADIO PALITRA, TV IMEDI, RUSTAVI 2.

[პარტნიორის კონტენტი]

3 მარტს TBC Mastercard-ის მომხმარებლები სითი მოლში სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ 

ტრადიციებით შთაგონებული ვიზუალური იდენტობა ვისკის ბრენდისთვის