in

Adobe თანადამფუძნებელი და PDF​-ფორმატის შემქმნელი ჩარლზ გეშკე გარდაიცვალა

“ის საკუთარ თავს ყოველთვის ყველაზე იღბლიან კაცს უწოდებდა”

veon
veon

ჩარლზ “ჩაკ” გეშკე, წამყვანი პროგრამული კომპანია Adobe-ს თანადამფუძნებელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპანიამ სწორედ ჩარლზის ხელმძღვანელობით გამოიგონა PDFფორმატი, რომლის გარეშეც, ალბათ, ვერც კი წარმოგვიდგენია ჩვენი ყოველდღიური რუტინა.

“ეს უდიდესი დანაკარგია Adobe-სა და ტექნოლოგიების ინდუსტრიისთვის, რომლისთვისაც გეშკე ათწლეულების განმავლობაში გმირი და მაგალითი იყო” – წერს კომპანიის გენერალურმა დირექტორი შანტანუ ნარაიენი.

გეშკემ Adobe 1982 წელს, ჯონ უორნოკთან ერთად დააარსა. მათი პირველი პროდუქტი Adobe PostScript იყო – ინოვაციური ტექოლოგია, რომელიც ნარაიენის თქმით, სრულიად ახალ გზას უზრუნველყოფს, ტექსტისა და სურათების დასაბეჭდად. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2008 წელს გეშკე და უორნოკი ეროვნული ტექნოლოგიური მედლით დააჯილდოვა.

ჩარლზმა ხელი შეუწყო ინოვაციებს, რის შედეგადაც რამდენიმე ტრანსფორმაციული პროგრამული უზრუნველყოფის მაგალითი შეიქმნა, მათ შორის, PDF, Acrobat, Illustrator, Premiere Pro და Photoshop. ამიტომაც, მისი როლი ამ პროგრესში განუზომლად დიდია…

“ვერასდროს წარმოვიდგენდი უკეთესი, უფრო სანდომიანი და ქმედითი პარტნიორის ყოლას. ჩვენს ცხოვრებაში ჩაკის არ არსებობა უზარმაზარ ხვრელს დატოვებს. ყველა, ვინც მას იცნობდა, იმავეს იგრძნობს…” – აცხადებს ჯონ უორნოკი. 

როგორც ჩარლზ გეშკეს მეუღლე ამბობს, ის ძალიან ამაყობდა საკუთარი კარიერით, თუმცა მისი ცხოვრების მთავარ საზრუნავს ყოველთვის ოჯახი წარმოადგენდა. “ის საკუთარ თავს ყოველთვის ყველაზე იღბლიან კაცს უწოდებდა”. 

თუმცა გეშკეს ცხოვრება ყოველთვის ბედნიერი არ ყოფილა. მაგალითად, 1992 წელს ორმა მამაკაცმა ის მძევლად აიყვანა, იარაღითა და მუქარით. ჩარლზი ოთხი დღის განმავლობაში იყო მძევალი, საბოლოოდ კი, საგამოძიებო ფედერალური ბიუროს აგენტებმა გადაარჩინეს.

კოვიდ პასპორტი, როგორც გამოსავალი – ინგლისში მაყურებელი სტადიონებს უბრუნდება

„გრადამ“ ფინურ კომპანიასთან “Kone Elevators” მემორანდუმი გააფორმა