in

უყურე Adobe-ის დიზაინის მსოფლიო ჩემპიონატს LIVE რეჟიმში და უგულშემატკივრე ქართველ მონაწილეებს!

ქართველი ახალგაზრდები უკვე ამერიკაში იმყოფებიან და ქვეყნის სახელით იასპარეზებენ Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ Certiport’s Adobe Certified Professional World ჩემპიონატი ტარდება ორლანდოში, ფლორიდის შტატში, 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე.

ქართველმა სტუდენტებმა დაათვალიერეს ნიუ-იორკი, ნიუ ჯერსი, ფილადელფია, ხოლო ამჟამად ფლორიდაში იმყოფებიან. მათ წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია და ემზადებიან შეჯიბრისთვის.

კონკურსანტებს ექნებათ  8 საათი იმისათვის, რომ შექმნან პროექტი ცნობილი და გლობალური არაკომერციული კლიენტისთვის.

გულშემატკივრებს საშუალება აქვთ ადევნონ თვალი მონაწილეებს ლაივ სტრიმის საშუალებით:

  • ღონისძიების ორგანიზატორები – IT აკადემია STEP და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – BTU
  • პროექტის გენერალური მხარდამჭერი – TBC – თიბისი
  • ღონისძიების მხარდამჭერები – GITA, Marketer.ge, ACAG, CG Georgia
  • ღონისძიების ტექნოლოგიური პარტნიორი – Lenovo

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ განვბლოკოთ Mac, თუ პაროლი დაგვავიწყდა?

ყველის საუკუნოვანი ამერიკული ბრენდი, ფრანგული ფესვებით