BTU-სა და IT Academy STEP პარტნიორობის ფარგლებში, 13-23 წლამდე ასაკობროვ კატეგორიაში ADOBE-ის მსოფლიო ჩემპიონატის რეგიონული კონკურსი გაიმართა, სადაც 30 მონაწილე შეეჯიბრა ერთმანეთს.
მონაწილეებს, შეჯიბრისთვის მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა შეემუშავებინათ პრინტ ნამუშევრები თემაზე: ჰაერის დაბინძურება – საფრთხე ჩვენი პლანეტისთვის.
ნამუშევრები, სპეციალურმა ჟიურიმ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა და 3 საუკეთესო გამოავლინა. კრეათონის გამარჯვებულები გახდნენ და Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს, აშშ-ში წარადგენენ:
ალექსანდრე ხალვაში
მარიამ ბაღათურია
ლიზი ნოზაძე
შეგახსენებთ, რომ Adobe Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.