in ,

ერთგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის ყველაზე უჩვეულო გზა – Pedigree-ის სასარგებლო კამპანია 

სოციალური ქსელების მოყვარულები Facebook-ის ფოტოების გადაღების ახალმა ფორმებმა ძალიან გაახარა. ხოლო Pedigree-მ ეს სიახლე კარგი საქმის გასაკეთებელ საშუალებად მიიჩნია. ბრენდმა სააგენტო BBDO-სთან თანამშრომლობით სოციალურ ქსელს იმ საყვარელი ძაღლების “ნიღბებიც” დაუმატა, რომლებიც მოსიყვარულე პატრონს და თბილ გარემოს საჭიროებენ. მომხმარებელს, რომელიც სასურველ ნიღაბს და შესაბამისად, ძაღლის ჯიშს შეარჩევს, საშუალება აქვს ოთხფეხა მეგობარი რეალურად იხილოს და უფრო მეტიც, სახლშიც კი წამოიყვანოს. ამგვარად, უამრავი ადამიანი და რაც მთავარია, ძალიან ბევრი მოწყენილი ცხოველიც, თბილ, მოსიყვარულე გარემოს შეიძენს.

 

https://www.youtube.com/watch?v=iZa3e-cKON4

9 დეკემბერს, მსოფლიოს წამყვანი DJ – Maceo Plex თბილისში!

პატარები და გაბრაზებული გოგონები თავისუფლებას ეძებენ! – კამპანია #FreedomForGirls