20
May
2019

ბათუმის სანაპირო ზოლის ადაპტირება დაიწყო

20 May 2019

ბათუმში ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო – სანაპირო ზოლზე უკვე გამოჩნდა ხის ბილიკები. როგორც „ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაგდა ჯაიანი ამბობს, პროცესი 15 ივნისამდე დასრუდლება. მისივე თქმით, ერთ ლოკაციაზე ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადაპტირებული საშხაპე – გასახდელები და ტივტივა ეტლები.

ხის ბილიკი ბათუმის სანაპიროზე

„წელს პირველად, ხის ბილიკები მთლიან სანაპირო ზოლზე იქნება. გარდა ამისა, ერთ მონაკვეთზე ვაკეთებთ სრულ ადაპტაციას, რაც გულისხმობს ტივტივა ეტლებისა და ადაპტირებული საშხაპე – გასახდელების  დამონტაჟებასაც. ხილს ბილიკების მონტაჟი, რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ. ტივტივა ეტლებზე უკვე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. ეს არის ბორბლებიანი, საგორავებელი ტივტივა კონსტრუქცია, რომლითაც ეტლით მოსარგებლე პირები შევლენ ზღვაში. დაახლოებით, 20 დღის ვადაში ამასაც მოგვაწვდიან. საშხაპე – გასახდელების მონტაჟი კი უკვე მიმდინარეობს. სანაპირო ზოლის ადაპტირების პროცესი, საზღვაო სეზონის გახსნამდე, 15 ივნისამდე დასრულდება“, – ამბობს მაგდა ჯაიანი.

ხის ბილიკი ბათუმის სანაპიროზე

ხის ბილიკი ბათუმის სანაპიროზე

ხის ბილიკი ბათუმის სანაპიროზე

ხის ბილიკი ბათუმის სანაპიროზე

ხის ბილიკი ბათუმის სანაპიროზე

ადაპტირებული საშხაპე

ხის ბილიკი ბათუმის სანაპიროზე

ტივტივა ეტლი

ტივტივა ეტლი

განხილვა