„თუ იმ დროს გავიხსენებთ, როცა სამყარო მილიარდ წელზე ცოტათი მეტის იყო, დავინახავთ, რომ დრო ხუთჯერ უფრო ნელა მიდის. თქვენ იმ დროში რომ გეცხოვრათ, 1 წამი 1 წამს კი ემსგავსებოდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ადრეული 1 წამი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდებოდა“, — აცხადებს გერენტ ლუი, ასტროფიზიკოსი.
მართალია, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს შეუმჩნეველია, მაგრამ ასე ვერ ვიტყვით კოსმოსის შემთხვევაში… სწორედ ამ გზით შეგვიძლია სამყაროს აჩქარებული გაფართოების დანახვა. სამყაროს გაფართოებასთან ერთად კი სინათლე უფრო დიდ მანძილზე ვრცელდება, უფრო გრძელ, წითელ ტალღის სიგრძეებში… აღნიშნული პროცესი ჩვენთვის დოპლერის ეფექტის სახელითაც არის ცნობილი და მისი გამოცდა დედამიწაზეც შეგვიძლია — წარმოიდგინეთ, როგორ რჩება სასწრაფო მანქანის ხმა, როცა იგი თქვენს ქუჩაზე ჩაივლის…
აქ სასწრაფო მანქანის ადგილას შორეული გალაქტიკა უნდა წარმოიდგინოთ, დიდი ხმა კი სინათლით ჩაანაცვლოთ. რაღაც მსგავსი უნდა ხდებოდეს დროსთან მიმართებითაც — მართალია, ჩვენთვის დრო ჩვეულებრივ გადის და ასე უნდა იყოს სუპერნოვას აფეთქებასთან ახლოს მყოფი ადამიანებისთვისაც, მაგრამ ორ წერტილს შორის არსებული ფარდობითი სიჩქარის გამო, სუპერნოვა საკმაოდ ნელი ჩანს.
ფიქრობდნენ, რომ ადრეული სამყაროს კვაზარებსაც მსგავსი ეფექტი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ისინი სუპერნოვასგან განსხვავებული ობიექტები არიან. მის ცენტრში შავ ხვრელს იპოვით, რომელიც აქტიურად იკვებება, ამ პროცესში კი უამრავ შუქს წარმოქმნის — შავი ხვრელის ირგვლივ არსებული მასალა თბება და ტურბულენტურად ციმციმებს.
„სუპერნოვას ერთი ნათება მის შესწავლას აადვილებს, კვაზარები კი ფეიერვერკის მსგავსია. შესაბამისად, არც მისი შესწავლაა მარტივი. ჩვენ კი სწორედ ეს ფეიერვერკი ამოვხსენით, რომელმაც გვაჩვენა, რომ ადრეული სამყაროს დროის მანიშნებლად კვაზარებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ“, — განმარტავს ლუისი.
ამის გასაგებად მკვლევრებმა 190 კვაზარი შეისწავლეს 2.45-12.17 მილიარდ წლიან პერიოდში, ბოლო ათწლეულის ტალღის სიგრძეების მონაცემებთან ერთად. თითო კვაზარზე სადღაც 200-მდე დაკვირვება ჰქონდათ ჩატარებული, რამაც მათ დეტალური რეკონსტრუქციის საშუალება მისცა — ეს მაშინ, როცა ადრე საერთოდ ფიქრობდნენ, რომ კვაზარების დროსთან მიმართებით გამოყენება არც შეგვეძლო…
„ადრეულმა კვლევებმა ადამიანებს ერთი კითხვა გაუჩინა: იყო თუ არა კვაზარები ნამდვილი კოსმოლოგიური ობიექტები ან საერთოდ ეს გაფართოების თეორია სწორი იყო თუ არა. ახალი მონაცემებითა და მათი ანალიზით კვაზარებში კი ზუსტად იმას მივაგენით, რაზეც აინშტაინის ფარდობითობის თეორიაც მიგვანიშნებდა“, — აცხადებს ლუისი.