გაზაფხულზე თბილისში “Adress”-ი კიდევ ორ მაღაზიას გახნის. ერთი ტანსაცმლის ბრენდია, მეორე აქსესუარების. კონკრეტული სახელები გახსნამდე ორი კვირით ადრე გახდება ცნობილი. მანამადე კომპანია ცდილობს კონკურენტებს მუდმივი ნოვატორობით, სწრაფი რეაგირებითა და საფასო პოლიტიკით “ებრძოლოს” . თან ისე რომ ძირითადი ნიშა “ ქუჩის შოპინგი” შეინარჩუნოს.
შეგახსნებეთ, “ედრესი” აერთიანებს მაღაზიებს :“123”, “Etam”-ი, “Promod”-ი, “DPAM “-ი, “Celio “, “Tom Tailor”-ი და “Gerry Weber“.
“Adress”-ის კომერციული დირექტორი რეზო მაღალაშვილი იანვრის თვის გაყიდვებს დადებითად აფასებს.მისი თქმით, ბოლო სამი წლის მანძილზე მუდმივი ზრდაა და წელსაც, შარშანდელთან შედარებით, გაყიდვებმა 15%-ით იმატა . კომპანიაში ამას შიდა და გარე ფაქტორებს უკავშირებენ.
“შიდა ფაქტორებიდან აღსანიშნავია, რომ იზრდება ბრენდების ცნობადობა, ვაუმჯობესებთ მართვას, ვსწავლობთ რა პროდუქციაზე, ფერებზე, ზომებზეა მოთხოვნა და შესაბამისად ვუკვეთავთ ჩვენს მომწოდებლებს. არის გარე ფაქტორებიც, ანუ ეკონომიკური. ვერ გეტყვით, რომ ძალიან გაუმჯობესდა ამ მხრივ მდგომაორება, თუმცა, მაინც შეიძლება ეს ერთ-ერთ ფაქტორად განვიხილოთ”-ამბობს რეზო მაღალაშვილი.
[pullquote]“ბევრი “ჭიდაობს” გადარჩენისთვის, ვიღაც უძელბს , ვიღაც ვერა “ [/pullquote]
მაშინ, როდესაც თბილისში ახალი უცხოური ბრენდები შემოვიდა და მათი უმრავლესობა ცდილობს მთელი ქალქი მოიცვას, “Adress”-ი არ ცვლის თავის ტაქტიკას. “თბილისი მოლის” ათვისებას, ჯერ-ჯერობით არ გეგმავენ იმის მიუხედავად, რომ ამაზე საუბარი იყო. სწორედ გაყიდვების წერტილია, ის სადაც, “Adress”-ის კომერციული დირექტორის აზრით, მათი და სხვა კომპანიების ინტერესები არ იკვეთება.
“ისინი ერთ მოლშია განლაგებული, ქალაგარეთ, ჩვენი მაღაზიები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. “ქუჩის შოპინგის “ ხაზს ვინარჩუნებთ.
რეზო მაღალაშვილი თვლის, რომ ნებისმიერი “რითეილერი” მათი კონკურენტია. ამბობს, რომ მათთან წარმოდგენილ რამდენიმე ბრენდს პირდაპირი კონკურენტი ჰყავს, ზოგირთს კი არა.
„ილიაუნი ბიზნეს რევიუს” (IBR) ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისში ყველაზე მოთხოვნადი ბრენდებია “Zara” და “Mango”. “ედრესის” მაღალაშვილის თქმით, პირველის კონკურენტი მათ ქსელში შემავალი იმავე კატოგორიის “Celio”-ა. თუმცა, მისი თქმით, მათი ბრენდი ხარისხის თვალსაზირისით ძალიან ძლიერია. “Mango ”-ს პირდაპირ კონკურენტად, კი “პრომოდ”-ს მიიჩნევს , ისევე როოგრც მსოფლიოში. თუმცა, ამბობს, რომ უკონკურენტოა “Gerry Weber”-ი, რადგან პროდუქცია 30-70 წლამდე ქალბატონებისთვისაა გათვლილი.
“Adress”-ის პროდუქცია საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ იმუშავეს ფასების კუთხითაც და მუდმივად ცდილობენ აკონტროლონ საფასო პოლიტიკა.
შემდეგ ბიზნესში არსებულ სირთულეებზე ვესაუბრეთ:
“ სირთულე არის გარე ფაქტორები. ეკონომიკური მდგომარეობის გამო, უფრო მეტად იზრდება ბრენდების რაოდენობა, კლიენტების რაოდენობა კი ნაკლებად. ბევრი “ჭიდაობს” გადარჩენისთვის, ვიღაც უძელბს , ვიღაც -ვერა. გარდა ამისა, არსებობს, დამოკიდებულება, რომ ბაზრობაზე უფრო იაფია ტანსაცმელი, ვიდრე ბრედნირებულ მაღაზიებში. ეს ადრე იყო და ახლა ეს ვითარება შეიცვალა. სამწუხაროდ დამოკიდებულება იგივე დარჩა, საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით ფასებს შორის სხვაობა დიდია”.
მისივე თქმით, არც თბილისსა და სხვა ევროპის ქალაქებში არსებულ ერთსა და იმავე მაღაზიებშია ფასის სხვაობა.
კომპანიის კომერციული დირექტორის თქმით, მალე ორი ახალი მაღაზია გაიხსნება, მათ შორის მარჯანიშვილის ქუჩაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება უკვე არსებული და ახალი ბრენდებიც. ერთი ტანსაცმლის, (დაახლოებით “პრომოდის” კონცეფციით, როგორც ყოველდღიური, ისე გამოსასვლელი სამოსის მქონე) მეორე კი ფრანგული აქსესუარების ბრენდი იქნება. ორივე მათგანი საკმაოდ ცნობილია როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში, თუმცა ერთ-ერთს, შესაძლოა, ევროპისაგან განსხვავებით, ჩვენთან ნაკლებად იცნობდნენ. მაღალაშივლი ჯერ-ჯერობით ბრენდებს არ ასახელებს, თუმცა, ამბობს, რომ სიახლეს მომხარებელი , დაახლოებით, ორ თევში იხილავს. “Adress” კონკრეტული კომპანიების სახლებს გახსნამდე, ორი კვირით ადრე “გაახმაურებს”.
კიდევ ერთი სიახლე, რასაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ონლაინ “შოპინგია”. რეზო მაღალაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ამ მომსახურებით სარგებლობას მომხმარებელი თებერვლიდან შეძლებს.
კომპანიაში მიიჩნევენ რომ წარმატების მთავარი ფაქტორი მათი ბრენდის “Adress”-ის ცნობადობაა. ასევე ის, რომ ბაზარზე არიან ყველა კატეგორიაში, მომხმარებელს ხშირად სთავაზობენ სხვადასხვა აქციას და აქვთ “Adress” ბარათები.