ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა დიზაინერმა, Oracle Red Bull Racing-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა, ედრიენ ნიუიმ ფორმულა 1-ის კონსტრუქტორთა 11 ტიტული მოიგო და და სპორტის ყველაზე საკულტო მრბოლელი მძღოლების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის უკვე პატივსაცემი ფიგურაა ავტოისტორიაში და დღეს მის განვლილ გზას გადავხედავთ.
ადრეული წლები
ედრიან ნიუი ინგლისში 1958 წელს დაიბადა და რეპტონის საჯარო სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით, 1980 წელს, მან პირველი კლასის აერონავტიკის ხარისხი მიიღო საუთჰემპტონის უნივერსიტეტში. დამთავრებისთანავე ნიუიმ მუშაობა Fittipaldi F1 გუნდში დაიწყო, თუმცა მალევე March-ის ინჟინერიის გუნდში გადავიდა, სადაც ის რბოლაში მონაწილე ჯონი სეკოტოსთვის მუშაობდა. მისი პირველი პროექტი, March GTP სპორტული მანქანა, განსაკუთრებული დიზაინით გამოირჩეოდა და მოიპოვა IMSA ტიტული ზედიზედ ორი წლის განმავლობაში.
კარიერა ფორმულა 1-ში
Haas Lola-სა და March Leyton F1-ის გუნდებში ხანმოკლე მუშაობის შემდეგ, ადრიან ნიუიმ სახელი გაითქვა, როგორც სპორტის მთავარმა დიზაინერმა. 1990 წელს იგი დაიქირავა Williams-მა, სადაც პატრიკ ჰედის ხელმძღვანელობით მუშაობდა. მათი მმართველობით, Williams სპორტში რამდენიმე წლის განმავლობაში დომინირებდა, მოიგო ხუთი კონსტრუქტორის ტიტული ისეთი მძღოლებით, როგორებიც არიან ნაიჯელ მენსელი, ალენ პროსტი, დეიმონ ჰილი და ჟაკ ვილნევი. მათ მსოფლიო ჩემპიონატები მოიგეს. ნიუვიმ შექმნა მექანიზმი, რომელიც მრბოლელებს ფინიშის ხაზთან სწრაფად მისვლაში ეხმარებოდა.
1997 წელს ადრიან ნიუიმ დატოვა Williams-ის გუნდი და McLaren-ს შეუერთდა, სადაც მან რამდენიმე წარმატებული წელი გაატარა მიკა ჰაკინენთან ერთად, მოიგო მძღოლების ორი ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელ დიზაინერს მაკლარენის დატოვება უნდოდა 2001 წელს, კომპანიის ხელმძღვანელმა, რონ დენისმა დაარწმუნა ნიუი, რომ დარჩენილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ნიუი დარჩა კომპანიაში, მოგვიანებით, 2006-ში, Red Bull-ს შეუერთდა.
Red Bull, უღიმღამო დასაწყისი და მისი გამოსწორება
თავდაპირველად დიზაინერს არც ისე შთამბეჭდავი დასაწყისი ჰქონდა Red Bull-ში. მისი კონსტრუქციით შექმნილი მანქანები რბოლებში უღიმღამოდ გამოიყურებოდა. თუმცა ნიუიმ დაიწყო ამის გამოსწორებაზე მუშაობა და 2009 წელს კონსტრუქტორთა რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.
ამის შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მან დომინირება დაიწყო ტრასებზე. ედრიენის მოდელმა, RB5-მა არა მხოლოდ ექვსი გამარჯვება მოიპოვა, არამედ განვითარების შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა Red Bull-ის მანქანების თაობისთვის.
წარმატებული საქმიანობა 2013 წლამდე გაგრძელდა. როგორც თავად ედრიენი იხსენებს, მის გუნდს კარგი პერსპექტივა ჰქონდა, თუმცა V8-დან ჰიბრიდებზე გადასვლის შემდეგ, მათი პარტნიორი ძრავის საწარმო ვერასოდეს შეძლებდა კონკურენტუნარიანი განყოფილების უზრუნველყოფას.
ამ მიზეზით Red Bull-მა ჩამორჩენა დაიწყო. ამ პერიოდში სპორტში Mercedes დომინირებდა. ნიუი გადავიდა Red Bull Advanced Technologies-ში და იმის გამო, რომ ის მსოფლიო დონის დიზაინებს ქმნიდა, გუნდმა მაინც შეძლო ზედა ნაწილთან ახლოს ყოფნა, ამიტომ მერსედესის შემდეგ, ფაქტობრივად, ის იყო.
2019 წელს ედრიენი სრულ განაკვეთზე უძღვნიდა თავის კარიერს სარბოლო მანქანების დიზაინს. ამ პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა RB16-ის დიზაინს, რომელმაც მოიგო ორი რბოლა.
იმავე დროს საავტომობილო სპორტში ახალი ტექნიკური რეგულაციები შემოვიდა, რომლის მიხედვითაც მიწისზედა ეფექტის მანქანები ისევ აქტუალური გახდა, როგორც ადრე. ედრიენმა და მისმა გუნდმა გამოიყენეს შესაძლებლობა და კონკურენტებზე მაღლა დადგნენ.
მსოფლიო ჩემპიონების, მაქს ვერსტაპენისა და სერხიო პერესის ხელში, სწრაფად განვითარებადი RB18 სულ უფრო დომინანტური ძალა აღმოჩნდა და ვერსტაპენს 18 რბოლიდან 12-ში მოგება მოაპოვებინა. ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ, აშშ-ის გრანპრიზე, მე-13 გამარჯვებამ გუნდს მეხუთე კონსტრუქტორის ტიტული მიანიჭა, ხოლო ედრიანს აღსანიშნავი მე-11 გამარჯვება. RB18-მა გუნდს ყველაზე მაღალი მოგება მოიტანა ერთი სეზონის განმავლობაში და ყველაზე დიდი ქულები დაუწერა გუნდს სპორტის ისტორიაში.
კარიერის განმავლობაში ნიუი მუშაობდა, როგორც რბოლის ინჟინერი, აეროდინამისტი, დიზაინერი და ტექნიკური დირექტორი. ის ფორმულა 1-ის ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინრად არის მიჩნეული. ნიუის შთაგონებულმა დიზაინებმა მრავალი ტიტული და 80-მდე გრანპრი მოიპოვეს.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი