in ,

ადრიანა ლიმა და მოდის სამყაროს 80 ცნობილი წარმომადგენელი იმიგრანტების უფლებების დასაცავად

ახალი კანონი და აკრძალვები 7 მუსულმანური ქვეყნის იმიგრანტებისთვის, ასევე შეზღუდვები სირიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, – ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, სერიოზული გამოხმაურების გარეშე არ ჩაუვლიათ და უკვე აგორდა საპროტესტო ტალღაც, დაიწყო არაერთი კამპანია და გავრცელდა ვიდეორგოლები. ჟურნალმა W Magazine-მა თავადაც გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება და დახმარება მოდის სამყაროს 81 ცნობილ წარმომადგენელს სთხოვა. მოდელები, დიზაინერები, ფოტოხელოვანები, ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და რომელთა უმრავლესობაც ასევე იმიგრანტია. ადრიანა ლიმა, დაიან ფონ ფურშტენბერგი, მარია ბორჰესი, ანჯა რუბიკი მათი და იმ ხალხის უფლებების დასაცავად გამოდიან, რომლებსაც ამერიკის ტერიტორიაზე სერიოზული შეზღუდვები უწესდებათ.

BOG
BOG

 

აწყობილი ცხოვრების ფორმულა! ტერაბანკის ახალი კამპანია [EXCLUSIVE]

როგორ გვხედავენ და ვინ ვართ? – Nike-ის მორიგი რგოლი თურქეთისთვის