in

Adroll: “ავლესოთ“ კამპანია?

AddRollრამოდენიმე თვის წინ შემთხვევით ერთ ძალიან საინტერესო საიტზე მოვხვდი. იმ მომენტში დრო არ მქონდა დეტალურად ჩავჯდომოდი, ამიტომ მხოლოდ 1-2 გვერდი დავათვალიერე, ბროუზერი გამოვრთე და სხვა საქმეზე გადავერთე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შევამჩნიე, რომ სადაც შევდიოდი – Facebook, Google  Search, აბსოლუტურად განსხვავებული თემატიკის საიტებზე, საკმაოდ ხშირად მხვდებოდა ჩემი „მიტოვებული“ საიტის სარეკლამო ბანერი.

პირველ ეტაპზე ეს ხან შემთხვევითობას დავაბრალე ხანაც deja vu-ს. თუმცა მალე ეს „შემთხვევითობები“ იმდენად მოხშირდა და ისე გაგრძელდა, რომ უკვე ძააააალიან საეჭვო გახდა. მეც გადავწყვიტე ჩავჯდობოდი და გამეგო მე მჭირდა რაღაც, ჩემს კომპიუტერს თუ სხვა რამეში იყო საქმე.

და აღმოვაჩინე Adroll …

დეტალური ინფორმაცია აქ: http://www.adroll.com/

„ჭანჭიკებში“ თვითონაც გაერკვევით, მე კი ამ მოკლე სტატიაში აქცენტს ინტერნეტ მარკეტერისათვის Adroll -ის პრაქტიკულ სარგებლიანობაზე გავაკეთებ.

რატომ Adroll?

თუ პროფესიული ცხოვრების მანძილზე ერთი ინტერნეტ სარეკლამო კამპანია მაინც გაგიკეთებიათ გეცოდინებათ, რომ გამიზვნის დროს ჩვეულებრივ გამოვყოფთ ჩვენთვის საინტერესო მიზნობრივ აუდიტორიას და მას მივმართავთ კონკრეტული გზავნილით, რომლის გადასაცემადაც სათანადო არხს ვირჩევთ. Google Adwords გამოვიყენებთ, Facebook Ads-ს თუ რომელიმე უცხოურ თუ ქართულ „არხს“, გათვლა ერთია: მიზნობრივი აუდიტორიის ინფორმირება, შემდეგ ჩვენს საიტზე შემოყვანა, საუკეთესო შემთხვევაში კი საიტის სტუმრის მიერ რამე კონკრეტული ქმედების განხორციელება. Conversion rate გეცოდინებათ რაც არის: თუ მაგალითად ჩვენი კამპანიით 500,000 ადამიანს მივწვდით, რომელთაგან 2,000 საიტზე შემოგვივიდა, ამათგან კი 50-მა ჩვენთვის სასურველი ქმედება განახორციელა [რეგისტრაცია, პროდუქტის შესყიდვა, ან ნებისმიერი სხვა რამ], ე.ი. Conversion rate = 50 / 2,000 = 2.5 %.

ეხლა წარმოიდგინეთ რომ იმ 1950 დაინტერესებულამდე, რომლებიც საიტზე კი შემოვიდნენ მაგრამ ჩვენთვის სასურველი ქმედება არ განუხორციელებიათ, კიდევ ერთხელ უფრო გამიზნული გზავნილით შეგეძლოთ „მისვლა“ [თან გარანტირებულად იმ 1950-თან და არა ვინმე სხვასთან]. რახან ადამიანი ერთხელ დაინტერესდა ეს ხომ უკვე რაღაცას ნიშნავს? მას ხომ შეიძლება მომავალშიც დაინტერესოს თქვენმა წინადადებამ? იქნებ იმ დროს ვერ მოიცალა ნორმალურად ენახა თქვენი შეთავაზება? რა მოხდებოდა რომ სწორედ იმ 1950 დაინტერესებულს მუდმივად შეახსენოთ, რომ „თქვენ[ც] არსებობთ“ … რომ დაგიბრუნდეთ … რომ მის გარეშე არ შეგიძლიათ … და ა.შ. … რა მაგარი იქნებოდა არა?

სწორედ ამას აკეთებს Adroll …

ასეთ დაინტერესებულებს წვდება ყველგან: Facebook-შიც, Google-შიც და ა.შ. …

უზარმაზარი მასშტაბით …

ინტერნეტის 95% წვდება არსებული პარტნიორული ქსელის მეშვეობით …

და აბრუნებს თქვენს „ორბიტაზე“ …

რა როლი შეიძლება მივანიჭოთ Adroll-ს ინტერნეტ მარკეტინგის ინსტრუმენტთა არსენალში?

არ იფიქროთ, რომ რახან Adroll არსებობს, ყველა ინტერნეტ მარკეტინგის კამპანია მხოლოდ იქ გადაიტანოთ. Adroll-ს უფრო მეტად ვუყურებ როგორც არსებული ინსტრუმენტების შემავსებელს, ვიდრე ჩამნაცვლებელს. შეგახსენებთ, რომ Adroll-ის დანიშნულებაა იმ მიზნობრივ აუდიტორიის დაინტერესებულ ნაწილს, რომელთაც უკვე იციან „თქვენი“ არსებობის შესახებ ხელახლა მიწვდეს [ხელახლა გამიზნოს]. რა თქმა უნდა მრავალი სხვადასხვა მიზანი და ამოცანა შეიძლება არსებობდეს ინტერნეტ სარეკლამო კამპანიისთვის, მაგრამ ქვემოთ მოცემული სქემა ალბათ შემთხვევათა უმრავლესობაში გამოდგება: 1) პირველ ეტაპზე მაქსიმალურ reach-ზე გათვლა გააკეთეთ, რომ რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული მოიზიდოთ საიტზე თქვენი შეთავაზების მინიმუმ ერთხელ მაინც სანახავად; 2) გარკვეული დროის შემდეგ საქმეში ჩართეთ Adroll-ს და ძირითადი კამპანიის ფონზე გაზარდეთ Conversion rate / ROI;

აქვე აღსანიშნავია შემდეგი: Adroll -ის არსებობა და ეფექტური მუშაობა იმის ნათელი მაგალითია, რომ უბრალო ინტერნეტ მოსარგებლის მიერ ინტერნეტში დატოვებული კვალი არა მარტო „იკითხება“, არამედ ზიარდება კიდეც სერიოზულ კომპანიებს შორის და ამ გაზიარებას კომერციული მიზანი აქვს. აბა მე რა შეიძლება მინდოდეს საიდან იცის Adroll-მა? და რა გარანტია მაქვთ, რომ ეს ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში ჩემს წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული?

ცხადია „გვერდითი ეფექტები“-ს განხილვა არაა ამ სტატიის მიზანი.

ჩვენი მთავარი საქმე და გამოწვევაა ვიპოვოთ პასუხი შეკითხვაზე:

როგორ გამოვიყენოთ Adroll ჩვენს სიტუაციაში უკეთესი შედეგების მისაღებად?

 

ავტორი : ტარიელ ზივზივაძე

შეხვდით კანის გრანპრის მფლობელ – სუპერადამიანებს

„სილქნეტის“ ახალი სერვისი ინტერნეტ აბონენტებისთვის