ხშირად კარგი რეკლამის შექმნას თვეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგია, ბრიფი და დაგეგმვა სჭირდება — ამის უკან ძალიან დამღლელი პროცესები, თავდადებული შრომა და მიზანსწრაფულობა დგას, რაც, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი რჩება ხოლმე. სწორედ ამ ყველაფრის აღნიშვნას ემსახრება Amazon Ads-ის უახლესი კამპანია: „Ads that Work as Hard as You Do“,
კამპანიის ფარგლებში შემუშავებული ვიდეორგოლები რეკლამის სტრატეგიისა და განვითარების პროცესს ასახავს — თითოეული დეტალი მაქსიმალურ ყურადღებას რომ საჭიროებს, რათა საბოლოოდ სრულყოფილი შედეგი მიიღონ. ასევე, Cheri-ს რეკლამის მაგალითზე ჩანს, რომ საერთო კომპოზიციის მისაღებად, ცალკეული ჯგუფები დამოუკიდებლად მუშაობენ და შემდეგ ყველაფერი ფაზლივით იწყობა…
ამასთანავე, კამპანია გულწრფელი შეხედულებაა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მიუხედავად ძლიერი სტრატეგიისა და კრეატიული სიუჟეტისა, კამპანია ცუდ მედიაში ხვდება. თანაც სარეკლამო ინდუსტრიის ყოველდღიურობის მთავარ მამოძრავებელ ძალად ხალხი გვევლინება — საბოლოოდ, ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული, მთავარია მათ მიიღონ შემოქმედებითი გზავნილები სწორად.