მარკეტერი წარმოგიდგენთ სარეკლამო სააგენტო ADvan-ის ახალ ნამუშევარს, რომელიც სპეციალურად მოდის სახლი – აკა ნანიტასთვის მომზადდა. ნახეთ და შეაფასეთ ვიდეო:
“ჩვენი სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი ელეგანტურ ტანისამოსში გამოწყობილი, ცეცხლოვანი და ველური ქალია, რომელსაც საკუთარი ჩაცმულობა თავის შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაში მოჰყავს. რადგან, ელეგანტურობა არ ნიშნავს მხოლოდ საუცხოო, ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილ ქალს. ელეგანტურობა შინაგანი ნიჭია, რომელსაც ტანსაცმელივით ვერ ამოიცმევ. ის შენში უნდა არსებობდეს.” – სოფო კიკვილაშვილი














