2 მაისს საქართველოში ქუთაისობას, ე. წ. „გვირილობას“ აღნიშნავენ. ამ დღეს სარეკლამო სააგენტოებიც განსაკუთრებით ემზადებიან ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი დღესასწაული ყოფილა… თემატური ვიდეორგოლი Kraken Kutaisi-სა და ADvan-ის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა.
უფრო კონკრეტულად, კრაკენ ქუთაისს გვირილობაზე ვიდეორგოლის დამზადება დაუკვეთა „იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაცია – დმო იმერეთმა“. პროდაქშენის კუთხით კი კრაკენმა ედვანთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
სიუჟეტის ყველაზე გამორჩეულ ასპექტს ის წარმოადგენს, რომ ნარატორის სახით თავად ქალაქი გვევლინება… ეს ინიციატივა კრაკენის გუნდმა შეიმუშავა და ამისათვის შესაბამისი ტექსტის უზრუნველყოფაზეც იზრუნა, ისევე, როგორც მსახიობებისა და ლოკაციების შერჩევაზე. შედეგად, ქალაქი პირველ პირში გვესაუბრება, თუ „ვინ არის“, რამდენად განსაკუთრებული მახასიათებლების მატარებელია, როგორია მისი ბუნება, როგორ მასპინძლობს ხალხს და ა. შ. მოკლედ, უბრალოდ უყურეთ ვიდეორგოლს და უსმინეთ ქუთაისს.
ჩემო საქართველო, გილოცავ გვირილობას!
სიყვარულით, შენი ქუთაისი
Dear Georgia, Happy Chamomile Day!
With love, yours always Kutaisi 💛Posted by ADvan/ედვენი on Monday, May 2, 2022











