30
Jul
2019

ზრუნვა ოჯახებზე – Advan-ის ვიდეოთხრობა „ექსტრამითის“ კვების პროდუქტებზე

30 Jul 2019

Elit Electronics
Elit Electronics


კვების პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „ექსტრამითმა“, სააგენტო Advan-თან ერთად, საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო. მათთვის მთავარი ფასეულობები მშრომელი ადამიანი და ოჯახია და როგორც თავად ამბობენ, ვიდეოთხრობის შთაგონების წყაროც, სწორედ ეს თემატიკა გახდა.

„კომპანია „ექსტრამითი​გადაწყვეტილებებს ამ ღირებულებების საფუძველზე იღებს და მისთვის ყველა მომხმარებელი თანაბრად მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქედან, რომ აწარმოებს ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და თევზეულს, ჰყავს მრავალფეროვანი მომხმარებელი. ამიტომ გადავწყვიტეთ, 3 ვიდეორგოლში სხვადასხვა ტიპის ოჯახების ყოველდღიურობა გაგვეცოცხლებინა“, – ამბობენ სარეკლამო კომპანია Advan-ში. 

პირველი ვიდეორგოლი იდეალური დედის მაგალითზე შეიქმნა, რომელიც შვილის კვებაში უპირატესობას ყოველთვის ხარისხიან, უვნებელ პროდუქტს ანიჭებს.

„ეს არის ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც ცდილობს, ყველაფერში იდეალური იყოს, განსაკუთრებით ბავშვის კვებაში. მათი ოჯახისთვის საუკეთესო არჩევანი სოსისი „საბავშვოა“, რადგან ის საქართველოში ერთადერთი ლიცენზირებული ხორცპროდუქტია ბავშვებისთვის“. „ექსტრამითი“, ასევე, ფლობს ISO სერტიფიკატებს ხარისხსა და ჰიგიენაში“, – ამბობს Advan-ის კრეატიული დირექტორი ანანო დოდელია.

 

შემდეგი ვიდეორგოლი საქმიან, წარმატებულ ოჯახს ასახავს, რომლის წევრებიც სავახშმოდ იკრიბებიან. მათთვის მნიშვნელოვანია, სწრაფად მოამზადონ გემრიელი საკვები, რომ ერთმანეთისთვის მეტი დრო დარჩეთ.

„ამიტომაც, მარტივი და ნოყიერი ვახშმისთვის საქმიანი ოჯახი „ექსტრამითის“ ხორცპროდუქტებს ირჩევს“, – ამბობს ანანო დოდელია.

 

„მესამე ვიდეორგოლში მზრუნველი ბებო ვაჩვენეთ. მას ხომ „გემრიელობების“ მომზადება არასდროს ეზარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე შვილიშვილის კვებას ეხება. მთავარია, პროდუქტი მსუყე და უვნებელი იყოს. ამიტომაც, მონატრებულ შვილიშვილს ბებო მისთვის საყვარელი გემოებით უმასპინძლდება“, – აღნიშნა ანანო დოდელიამ.

[R]

განხილვა