„ქარს არ მოუტანია, ქარს რომ გავატანოთ!“ – ამ მთავარი გზავნილით შეიქმნა ტანსაცმლის ბრენდ Reckless-ის კამპანია 26 მაისისთვის. ვიდეორგოლზე სააგენტო ADVAN-მა იმუშავა. სულ ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა Berlin Fashion Film Festival-ის საფინალო შედეგები, სადაც ADVAN-ისა და Reckless-ის კამპანია.
Berlin Fashion Film Festival (BFFF) პირველად 2012 წელს ჩატარდა და ამ წლების მანძილზე მასშტაბურ მოვლენად იქცა მოდისა და კინოინდუსტრიაში. ყოველწლიურად, ფესტივალი თავს უყრის რეჟისორებს, ბრენდისა და ინდუსტრიის პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან. ესაა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება ფილმის ინდუსტრიაში, მოდისა და ბრენდების მიმართულებით. ამ დრომდე, ფესტივალმა 10,000-ზე მეტი ნამუშევარი აჩვენა, 30-ზე მეტი ქვეყნიდან. წლევანდელი ფესტივალი აერთიანებს ჩვენებებს, მასტერკლასებს, ნეთვორქინგ ღონისძიებებსა და დაჯილდოებას. ღონისძიება 13-15 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი, ADVAN-თან ერთად გავიგოთ, როგორ აღმოჩნდა Reckless-ის ვიდეორგოლი ფესტივალის ფინალისტებს შორის.
M: როგორ აღმოჩნდა ნამუშევარი BFFF-ის მონაწილეებს შორის?
Reckless-ის ვიდეორგოლის დამზადების შემდეგ იმ ფესტივალებისა და ღონისძიებების მოძიებას შევუდექით, სადაც ჩვენი ნამუშევრის გაგზავნა შეგვეძლო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ ეს ფესტივალი და გადავწყვიტეთ გვეცადა ბედი და გეგვეგზავნა ჩვენი ნამუშევარი.
ისე გვედიდა ეს ფესტივალი და იმდენად მიუწვდომელი ჩანდა, რატომღაც თავს ვიკავებდით გაგზავნისგან და დროს ვწელავდით. როცა გაგზავნა გადავწყვიტეთ აღმოვაჩინეთ, რომ დედლაინს ერთი დღით გადავცდით. მივწერეთ მეილი, ვთხოვეთ შანსი მოეცათ ჩვენთვის. პასუხი მალევე დაგვიბრუნეს – გვითხრეს, შემოიტანეთ და ჩავთვლით, რომ არ დაგიგვიანიათო. მაშინვე გავაგზავნეთ ნამუშევარი. პასუხი მეორე დღესვე მივიღეთ. ნამუშევარი ძალიან დადებითად შეაფასეს. გვწერდნენ, რომ ძალიან კარგი ვქენით რომ დაგვიანების მიუხედავად მაინც დავეკონტაქტეთ და მადლობა გადაგვიხადეს, რომ ასეთი შინაარსიანი პროექტი იღებდა მონაწილეობას კონკურსში.
M: ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ნამუშევარი უკვე შორთლისთშია…
ნამუშევარი ორ კატეგორიაში გავაგზავნეთ. ორივეგან რჩეულ ნამუშევრებში აღმოვჩნდით. გუშინ ღამით მისალოცი მეილი მივიღეთ. კატეგორია 1) Craft – best cinematography სადაც contender-ის სტატუსი მივიღეთ და კატეგორია 2) Craft- script/storytelling, სადაც შორთლისთში მოვხვდით, იმ ფანტასტიკურ ოცეულში, რომელთა გვერდით დგომაც ძალიან გვეამაყება, თან ისეთი თემით, რომელიც ასევე ჩვენი ქვეყნის მთავარ ღირებულებას – თავისუფლებას – კარგად უსვამს ხაზს. ჩვენი კატეგორიების შორთლისთების ჩვენება 13 ნოემბერსაა დაგეგმილი, ხოლო საბოლოო დაჯილდოება 15 ნოემბერს. თუმცა მანამდეც კატეგორიების გამარჯვებულებს ავლენენ.
M: როგორია მოლოდინი ფესტივალის საფინალო ნაწილთან დაკავშირებით?
სამშაბათს უკვე ბერლინში ვიქნებით და ყოველი იმ წამით წინასწარ ვტკბებით, როცა დიდ ეკრანზე ჩვენს ნამუშევარს გაუშვებენ. მოლოდინი არც შორთლისთთან დაკავშირებით გვქონია და გავედით. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო ადამიანებს გავიცნობთ და კიდევ უფრო საინტერესო ურთიერთობები ჩამოყალიბდება, რაც მომავალში არაერთი საინტერესო პროექტის შექმნის საშუალებას მოგვცემს.
ADVAN PRODUCTION FOR RECKLESS
Director – Anano Dodelia
DOP – Demetre Sumbadze
Creative Director- Anano Dodelia
1st.AD – Gvantsa Kereselidze
Production – Sopo Kikvilashvili
Account Manager – Ketevan Jaoshvili
Copywriter – Ano Prangishvili
Project Manager – Tako Varamashvili
BTS Photography– Nino Megeneishvili
SFX Supervisor – Davit Gvasalia
Light – Edo & Makho Kipshidze
MUA & Hair – Ana Gadelia
Post Production
Editor – Ana Zurabishvili
Colorist – Demetre Sumbadze
Graphics – Luka Kakabadze
Music & Sound Design – Erekle Getsadze
Special Thanks to Louisa Chalatashvili and main cast:
1. Luka Kurdashvili
2. Anna Gavva
3. Nina Eradze
4. Beka Papiashvili
5. Sopo Liparteliani
ავტორი: თამარ მეფარიშვილი