in

„საშენო თავგადასავალი საქართველოში“ – MYHOME-ის კამპანია

MYHOME, შიდა ტურიზმის ხელშეწყობისთვის, კამპანიას „საშენო თავგადასავალი საქართველოში“ იწყებს. სამომავლოდ, ამავე მიზნით, სხვა აქტივობებიც იგეგმება. სანამ კომპანია საქართველოს რეგიონების ვიდეოებს შემოგვთავაზებთ, ნახეთ პირველი „თიზერი“:

 

 

„პლატფორმა MYSUMMER.GE, რომელიც ამ კამპანიისთვის შეიქმნა, სულ ცოტა ხანში დღის სინათლეს იხილავს. აქ შეძლებთ, მარტივად ნახოთ საცხოვრებელი ადგილი, მთელს საქართველოში, მიიღოთ ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხისა და იქაური თავგადასავლების შესახებ, ნახოთ ვიდეოები, რომელიც MY.GE-ის გუნდმა სპეციალურად ამ კამპანიისთვის მოამზადა. ტრანსპორტირებასა და აღჭურვილობაზეც ნუ იფიქრებთ, პლატფორმაზე მათი არჩევის შესაძლებლობაც გექნებათ“.

„ბლოკიდან MYHOME გირჩევთ, ჩვენი გუნდი ყოველთვის დაეხმარება ვიზიტორს სეზონის შესაბამისი, საინტერესო და განსაკუთრებული ადგილების და თავგადასავლების აღმოჩენაში.”

როგორც კომპანიაში ამბობენ, MYHOME იზრუნებს არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვაზე, არამედ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებს დაეხმარება ხელმისაწვდომი გახადოს და მარტივად გააქირაოს საკუთარი უძრავი ქონება. ვებგვერდის საპრომოციო ხარჯს, რომელიც პლატფორმის პოპულარიზაციისა და შესაბამისად, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის იქნება საჭირო, MY.GE გაწევს.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათთვის, ვისაც გაუუქმდა ჯავშანი, პლატფორმაზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე, სადაც MYHOME საკუთარი რესურსებით დაეხმარება ხელახალი ჯავშნის მიღებაში, რაც ტურისტულ ბიზნესში ჩართულ ადამიანებს გაუზრდის შემოსავალს. აქ მოსახვედრად, საჭიროა მარტივი ფორმის შევსება, სადაც ატვირთავთ ჯავშნის გაუქმების დასტურს, ე.წ. სქრინს და MYHOME.GE-ზე დღიური გაქირავების თაობაზე განთავსებული განცხადების ლინკს (ან განცხადების ID).

MYSUMMER.GE არ არის ერთჯერადი პროდუქტი. როგორც თავად ამბობენ, სამომავლოდ გაეშვება MYAUTUMN.GE, MYWINTER.GE, MYSPRING.GE, სადაც ნებისმიერი მსურველი გაეცნობა სეზონის შესაბამის შეთავაზებებსა და თავგადასავლებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ოთხივე პლატფორმა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ერთ სივრცეში, წინასწარ გაეცნოს მომავალი სეზონების შესაძლებლობებს და დაგეგმოს დასვენება საქართველოში.

„MY.GE თავისი სერვისით, ყოველთვის ხელს უწყობდა მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის განვითარებას, რაც კომპანიისთვის მნიშვნელოვანი და ბუნებრივი მდგომარეობაა. ჩვენ არ ვუხვევთ გზას, რომელიც მრავალი წლის წინ ავირჩიეთ და რომელიც ქართული ბიზნესის ხელშეწყობას და განვითარებას ისახავს მიზნად. ეს პლატფორმა სრულად ინტეგრირდება ჩვენ ბიზნეს პროცესებში, იქნება ჩვენი გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო განვითარდება, შეივსება ფუნქციონალით და საბოლოოდ, შექმნის ქართულ ეკოსისტემას, სადაც კომპანიის რესურსებით მოხდება შიდა ტურიზმის განვითარების მუდმივი ხელშეწყობა ყველა სეზონზე.”

[R]

ეთიოპიაში 12 საათში 353 მილიონზე მეტი ხე დარგეს

როგორ შეიძლება ფიქრით ბეჭდვა – Facebook-მა ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვეყნა