in

როგორ შეაღწია რეკლამამ ხელოვნების სამყაროში

ბოლო დროს სულ უფრო რთულია გაიგო, რომელი ნამუშევარია ხელოვნება და რომელი – რეკლამა. იქნებ, მათ შორის ზღვარი პირობითია? იქნებ, მათი შერწყმა სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს? ამის მაგალითსაც მოგიყვანთ. ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში ახალი გამოფენა გაიმართა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს რეკლამასა და შემოქმედებით ფოტოგრაფიას შორის კავშირზე, თუ როგორ იმოქმედა ორმა სამყარომ ერთმანეთზე. ციფრული ხელოვნების განვითარებასთან ერთად, სარეკლამო და ხელოვნების სფეროები ერთმანეთს ახლებური გზებით დაუკავშირდნენ. შედეგად, ამ ორის გამიჯვნა თუ ერთიანობაში დანახვა ახლებურად დაგვჭირდა. ამის შესახებ ლოს-ანჯელესში (LACMA) გამართული გამოფენის კურატორი რებეკა მორსი წერს.

მორსი საუბრობს სახვითი ხელოვნებისა და კომერციული ფოტოგრაფიის ურთიერთობაზე და აქცენტს აკეთებს მხატვრებზე 1970-იანი წლებიდან დღემდე, რომელთა ნამუშევრები პირდაპირ კვეთს რეკლამას. როგორც მორსი აღნიშნავს, ხელოვნებასა და კომერციას შორის გაყოფა არასოდეს ყოფილა მკაფიო. თითოეული მხარე ყოველთვის სწავლობდა მეორისგან და ხაზები ახლა უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ოდესმე. იგივეა კომერციული და შემოქმედებითი ფოტოგრაფიის შედარებისას. თქვენც შეამჩნევდით ინსტაგრამზე და ხშირად, ძნელი სათქმელია კომერციულს მიეკუთვნება ცალსახად თუ უბრალოდ, არტია.

 

წყარო: creativereview

NASA ჯეიმს ვების მიერ გადაღებულ ფოტოებს მუსიკად აქცევს

ზეთით სავსე აუზი და მოდის ინდუსტრიით გამოწვეული ეკოლოგიური ზიანი