მაინც, რა ტენდენციები შეინიშნება მარკეტინგის სფეროში? რა კუთხითაა მიმართული თანამედროვე მარკეტერების ტვინები? ვნახოთ, რა საკითხები იყო აქტუალური Advertising Week-ის ღონისძიებაზე, რომელიც გასულ კვირას შედგა.
მსოფლიო გენერაციული AI-ით არის შეპყრობილი. ეს თემა მარკეტინგული ინდუსტრიის ცენტრში კვლავაც არის მოქცეული და ვხედავთ პანელურ დისკუსიებს, არაერთი საკონფერენციო თემა მიეძღვნა ამ საკითხს. ადამიანებს აინტერესებთ, ჩაანაცვლებს თუ არა მათ ხელოვნური ინტელექტი. ეს საკითხი აშფოთებთ კონტენტ კრეატორებსაც, რომლებსაც უნდათ გაიგონ, როგორ გამოიყენონ უკეთ AI-გენერაცია კონტენტის შესაქმნელად.
გამომცემლები KPI-ის გადაფასებით არიან დაკავებულები. ცვალებად ციფრულ რეალობაში ნავიგაციისას, ისინი ყურადღებით ეკიდებიან იმ მეტრიკის უზრუნველყოფას, რაც რეკლამის განმთავსებლებისთვისაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, Condé Nast-ისთვის მნიშვნელოვანია ყურადღების მიმართულების KPI-ებზე ფოკუსირება და ბრენდის პოსტენციალის შემოსავლის გასაზრდელად გამოყენება.
გეიმინგი მარკეტერებისთვის საინტერესო არხად ჩამოყალიბებას განაგრძობს. ამ საკითხსაც მიმოიხილავენ ხოლმე პანელურ დისკუსიებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც პოპულარულია 2022 წლის მთავარი სიტყვები – metaverse და Web3, დაინტერესებული მხარეების რიცხოვნება იმაზე მიუთითებს, რომ მარკეტერები გეიმინგზე მართლაც სერიოზულად ფიქრობენ.
მთავარი საზრუნავი – ბრენდის უსაფრთხოება. ინდუსტრიის თემატური განხილვა არც ამ საკითხის გარეშე ყოფილა. გამომცემლებმა განიხილეს, თუ როგორ ეპყრობიან ახალი ამბების მიმდინარე ციკლს, მათ შორის, საერთაშორისო კრიზისებსა და აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას, რეკლამის განმთავსებლების რესურსებით მარკეტერებისთვის ბრენდის უსაფრთხო სცენარების შესაქმნელად.
რა გზებით ამართლებენ მარკეტოლოგები თავიანთ გაზრდილ ხარჯებს გარე (OOH Out-of-home) რეკლამაზე, ციფრული რეკლამისგან განსხვავებით და რა კონკრეტულ უპირატესობებს გვთავაზობს OOH დღევანდელ სარეკლამო საშუალებებს შორის? ამ საკითხზე Digiday-ისა და ჯულიან ქენონთან Beeyond Media-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალეხანდრო დონზიმ ისაუბრა:
„OOH არ არის ციფრული რეკლამის ჩანაცვლება, არამედ ღირებული შემავსებელი, რადგან ციფრული და ფიზიკური რეალობა ერთდროულად თანაარსებობს. ის რეზონანსს იწვევს აუდიტორიაში ისე, რომ ციფრული მხოლოდ ციფრული აღარ არის და ჩნდება ხიდი ორი სამყაროს შორის. გასაკვირი არ არის, რომ მარკეტერები ირჩევენ მრავალარხიან გზებს. დადასტურებულია, რომ ინტეგრირებული მიდგომა საუკეთესო შედეგებს იძლევა. ამ გზით, ბრენდებს შეუძლიათ შეუფერხებლად წარმართონ მომხმარებლები ოფლაინიდან ონლაინ სფერომდე, მიწვდნენ მომხმარებელს და დარჩნენ შეხების სხვადასხვა წერტილში.“
მარკეტერები სულ უფრო მეტად ცვლიან სარეკლამო ხარჯებს ციფრული გარე რეკლამის კუთხით (DOOH – Digital out-of-home), რა ნაბიჯები უნდა გადადგან სარეკლამო სააგენტოებმა, ამ მზარდი ტენდენციის ადაპტირებისა და კაპიტალიზაციისთვის, რათა ეფექტურად დააკმაყოფილონ კლიენტების საჭიროებები?
სარეკლამო სააგენტოებისთვის, რომლებიც თავიანთი კლიენტებისთვის DOOH-ის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას ცდილობენ, პირველი ნაბიჯი არის თვითგანათლება ამ დინამიკური პლატფორმის შესახებ, რადგან DOOH ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ინდუსტრიის ძირითად მოთამაშეებთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი კლიენტების ინვესტიციების მაქსიმიზაციასა და ოპტიმალური შედეგების მიღწევას. DOOH კამპანიის წარმოებისას, გარკვეული ძირითადი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. ინვენტარის ხარისხი გადამწყვეტ როლს თამაშობს კამპანიის წარმატებაში. წარმატების მისაღწევად, დაგეგმვა უნდა იყოს გამყარებული სტრატეგიით, რომელიც მორგებულია თითოეული კლიენტის კონკრეტულ მიზნებზე. ეს სტრატეგია უნდა შემუშავდეს დემოგრაფიული, ფსიქოგრაფიული და ქცევითი მონაცემების ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე, სხვა ფაქტორებთან ერთად.
საახალწლო სეზონის სწრაფად მოახლოებასთან ერთად, რა რჩევების გაზიარება შეგიძლიათ იმის შესახებ, თუ როგორ სჯობს დაიგეგმოს OOH რეკლამა, როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი?
სწრაფი ტემპი და სეზონთან ადაპტაცია რეკლამის განმთავსებლებისთვის მთავარი პრიორიტეტია. მოქნილობის უნარი აუცილებელია მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად. სწორედ აქ თამაშობს DOOH რეკლამა გადამწყვეტ როლს. კამპანიების რეალურ დროში ადაპტაციისა და სხვადასხვა არხში მათი შეუფერხებლად ინტეგრაციის შესაძლებლობა არის მათი სადღესასწაულო მარკეტინგის წარმატების ქვაკუთხედი. DOOH კამპანიების ციფრული, სოციალური და ტრადიციული რეკლამების ბალანსით, მარკეტერები ქმნიან მომხმარებელთა შეუფერხებელ და თანმიმდევრულ ბრენდის გამოცდილებას. რეალურ დროში განახლებები აუცილებელია.
წყარო: digiday