31
Dec
2018

2018 წლის მთავარი გაკვეთილი – AdvertWise-ის #აზრები

31 Dec 2018

M2


ახალი წელი ახალი გამოწვევბითაა სავსე, რომელიც საშუალებას გვაძლევს ძველი შეცდომები, თუ გაპარული ნიუანსები გავიაზროთ და მომავალ პროექტებს თამამად შევხვდეთ. 2018 წელი ბევრი საინტერესო სიახლითა და გამოცდილებით იყო სავსე, ჩვენი კომპანიისთვის. პირველ რიგში, აღვნიშნავდით იმას, რომ უკვე Facebook-ის პარნტიორები ვართ და Google-ის პრემიუმ პატნიორობითაც ვამაყობთ. ეს ურთიერთანამშრომლობა გვეხმარება კამპანიების უკეთესად აწყობაში, მართვაში და საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების გაცემაში.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კლიენტების უმეტესობა ორიენტირებულია KPI-ების შესრულებაზე, ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილებითა და კარგი პარტნიორების დახმარებით, ვუზრუნველვყოთ საჭირო დროისა და ადგილის პოვნა ჩვენი კლიენტის ციფრული რეკლამის განსათავსებლად. ჩვენს შედეგს და წარმატების ინდექსს კი, რა თქმა უნდა, ვაფასებთ გაყიდვების ზრდითა და კლიენტის კმაყოფილებით. კლიენტთან ურთიერთობისას ვითვალისწინებთ მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და ინტერესებს, რის საფუძველზეც განვსაზღვრათ მათზე მორგებულ მიზნებს. ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა კომპანიის მიერ დასახული მიზნები არარეალისტური იყოს, ამიტომ აუცილებლად ვთვლით, KPI-ების შედგენა ჩვენთან რეკომენდაციის საფუძველზე მოხდეს. ამით თავიდან ვიცილებთ მოულოდნელობებს და იმედგაცრუებას, რაც გვეხმარება არსებული პარტნიორი კომპანიების შენარჩუნებაში და ახალი პარტნიორების მოძიებაში.

ამ წლის პროექტებიდან გამოვყოფდით „ჯიპიაის“ საახალწლო კამპანიას, რომელიც დადებითად აისახა გაყიდვებზე და მნიშვნელოვანი ბიძგი მოგვცა ახალი პროექტების დასაწყებად. ასევე გამოვყოფდით ჰუავეის ვიდეო-ექსპერიმენტს, რომელსაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ მომხმარებელთან მარტივი და უშუალო კომუნიკაცია ყოველთვის მუშაობს.

ჩვენ გვინდოდა ადამიანებისთვის დაგვენახებინა, რომ თითეულ მათგანს უნიკალური სილამაზე აქვს, რომელსაც ვერ აფასებენ. მეტმა თავდაჯერებულობამ და  ცხოვრებისეულმა სიახლეებმა კი შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს ეს დამოკიდებულება. ვფიქრობთ, ეს საკამოდ ნაცნობი განცდაა ყველასათვის და სწორედ ამან განაპირობა ამ ვიდეოს წარმატება.

წლის ბოლოს მიმდინარე კამპანიებიდან ყველაზე საინტერესო საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობა იყო, რადგან მარტივი კომუნიკაციითა და მკაფიო მიზნებით შევძელით ემოციური ვიდეორგოლის გადაღება:

ეს გარკვეულწილად სოციალური პროექტი იყო, რადგან ყველასათვის ნაცნობ თემას ეხებოდა და რეალური ადამიანების ისტორიას გვიყვებოდა. ჩვენ შევძელით მეტად ხელშესახები გაგვეხადა ის ურთიერთობები, რომლებსაც წლები და კილომეტრები აშორებს.

რაც შეეხება დეველოპმენტს, აღვნიშნავდით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით შექმნილ ვებ-გვერდს: georgia.travel/ka_GE რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს. მომავალ წელს კი საკუთარ პროექტებსაც თამამად განვახორციელებთ ვების მიმართულებით.

აღსანიშნავია Digital Academy-ის წარმატებაც, რომელიც 2017 წლიდან ფუნქციონირებს და წელს მეტად აქტიურად განაგრძნობდა სვლას და ბევრ დამწყებ სპეციალისტს დაეხმარა ციფრულ სამყაროში ორიენტაციაში.

ვფიქრობთ, საკმაოდ გარდამტეხი წელი იყო ჩვენთვის და დიდი ბიძგი მოგვცა სამომავლო მიზნების განსაზღვრაში. სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებაში კი ჩვენი გუნდი გვეხმარება და თითოეული წევრის წვლილს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის საინტერესოა იმ ახალგაზრდებთან თანაშრომლობაც, რომლებიც სწავლის პარალელურად ცდილობენ ციფრული სამყაროს მექანიზმებში გაერკვიონ და ჩვენს გუნდთან ერთად იმუშაონ. ამ წელს განხორციელებულ პროექტებშიც დიდი სიამოვნებით ვრთავდით მათ და ვფიქრობთ, მომავალ წელსაც აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან.

2018 წლის მთავარ გაკვეთილად კი დეტალების მნიშვნელობის გათავისებას დავასახელებდით. ნებისმიერი პროექტის, კამპანიის თუ მარტივი პოსტის დაგეგმვის პროცესშიც კი, მნიშვნელოვანია ყველა პარამეტრის, დეტალისა თუ ჭანჭიკის წინასწარ განსაზღვრა და გათვლა. სწორედ დეტალები ქმნის წარმატებულ კამპანიას და იმედი გვაქვს, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ციფრული ხელსაწყო გვექნება ახალი და საინტერესო კამპანიების დასაგეგმად.

ქართული ციფრული სააგენტო AdvertWise.

განხილვა