in

ქართული ციფრული სააგენტო AdvertWise Facebook-ის ოფიციალური პარტნიორია

ციფრული მარკეტინგის სააგენტო AdvertWise Facebook-ის ოფიციალური პარტნიორია. რა ბენეფიტებს სთავაზობს კომპანიას ეს სტატუსი და რა იცვლება სააგენტოს არსებული თუ პოტენციური კლიენტებისთვის ამ და სხვა საკითხების გარკვევას მარკეტერი AdvertWise-ის უფროს ონლაინ მარკეტერ თამარ ანდღულაძესთან შეეცადა:

BOG
BOG

M: როგორ გახდა Advertwise „ფეისბუკის“ ოფიციალური პარტნიორი? რა ეტაპების გავლა იყო ამისთვის საჭირო?
როგორც იცით ჩვენი სააგენტო წარმატებით თანამშრობლობს მრავალ ლოკალურ თუ საერთაშორისო კლიენტებთან. Facebook-ის ინტერესია, რომ ყველა კლიენტი კმაყოფილი იყოს მასთან რეკლამის განთავსებით, შესაბამისად, ჩვენ, როგორც გამოცდილი სააგენტო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თავისი პარტნიორების კამპანიების წარმატებაში, მოვიპოვეთ ნდობა იმისთვის, რომ „ფეისბუკი“ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამა თუ იმ სარეკლამო კამპანიის დახვეწასა და მათ სრულყოფაში.

M: რას ცვლის კომპანიისთვის ეს სტატუსი? რა პრივილეგიას განიჭებთ Facebook-ის ოფიციალური პარტნიორობა?
ეს სტატუსი საშუალებას გვაძლევს, ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ ისეთი სერვისები, როგორიცაა:
Facebook გვერდის ვერიფიცირება – დღეს ძალიან პოპულარული და აქტუალურია გვერდებზე ლურჯი ალმის დასმა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული გვერდი ვერიფიცირებულია Facebook-ის მიერ და ძიებისას მის კონტენტს მიეცემა პრიორიტეტი;

სარეკლამო ექაუნთის ვერიფიცირება – ისეთი პროდუქტის რეკლამირება, რომელსაც კრძალავს Facebook კომპანიის ვერიფიცირების გარეშე, მაგალითად, სათამაშო ბიზნესი.კრედიტ ხაზი – „კრედიტლაინი“ გულისხმობს, ჩვენი დანახარჯები გადავიხადოთ ინვოისის საფუძველზე, რაც დამატებითი ბენეფიტია. თუ თვის ბოლოს ბარათზე თანხა არ აღმოჩნდება, რაღაც პერიოდი რეკლამა ყოველთვის გათიშულია, სწორედ ამ პრობლემას ხსნის კრედიტ ხაზი.

ასევე, ოფიციალური პარტნიორობით, საშუალება გვაქვს, ჩვენი კლიენტების ბაზების ინტეგრაცია მოვახდინოთ სარეკლამო ექაუნთთან, გვყავდეს 24 საათიანი, ჩვენზე მომაგრებული „საფორთი“ და ამავდროულად, პირადი ექაუნთ მენეჯერი, რომელიც ჩვენსა და Facebook-ის გუნდს შორის ახდენს კომუნიკაციას. ეს ადამიანი აკვირდება ჩვენს ყველა ექაუნთს და პასუხისმგებელია იმაზე, რომ კამპანია გამართული იყოს მაქსიმალურად სწორად. ასევე, გვაწვდის სხვადასხვა იდეას კამპანიის განვითარებისთვის, გლობალური გამოცდილებიდან გამომდინარე.
ტრენინგები – Facebook-ის წარმომადგენლები, რომლებიც თავად იღებენ მონაწილეობას თითოეული ახალი ხელსაწყოსა თუ ფუნქციონალის დაგეგმვაში, ყოველკვირეულად, გვიტარებენ ტრენინგებს ჩვენთვის საინტერესო თემებსა და სიახლეებზე. ტრენერები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს და მიზნიდან გამომდინარე, გვაძლევენ კვალიფიციურ რჩევებს.

M: რა იცვლება კლიენტებისთვის, ამ შემთხვევაში?
პირველ რიგში, იცვლება ის, რომ ნებისმიერი საკითხის გასარკვევად, ჩვენ შეგვიძლია, მივწეროთ ჩვენს ექაუნთ მენეჯერს და უმოკლეს ვადაში მივაწოდოთ სანდო ინფორმაცია. ასევე, საშუალებას აძლევს ჩვენს ყველა დამკვეთს, შევთავაზოთ ზემოთ ჩამოთვლილი პრივილეგირებული სერვისები.

თოვლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოთხ სამთო კურორტზე, ბავშვთა ღონისძიებები მოეწყობა!

რა გვასწავლა 2017-მა წელმა? – თათა ჩემიას #აზრები