24
სექ
2018

ქართული სააგენტო Google-ის პრემიუმ პარტნიორია! – AdvertWise-ის ახალი სტატუსი

24 სექ 2018

ქართული ონლაინ მარკეტინგული კომპანია Advertwise Google-ის პრემიუმ პარტნიორია! ამის შესახებ ინფორმაცია კი კომპანიის თანადამფუძნებელმა, მერაბ გოცირიძემ დაასტურა:

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

პრემიუმ პარტნიორობა ხაზს უსვამს იმას, რომ სააგენტო, დიდი ხანია,სპეციალიზებულია გუგლის სარეკლამო კამპანიების მართვაში და Google-ის პატფორმასთან მუშაობისა და წარმატებული კამპანიების მენეჯმენტის დიდი გამოცდილება აქვს, – მერაბ გოცირიძე.

Firstscfribe.com-ზე არსებული ინფორმაციით, შევეცდებით გაგიზიაროთ, რას ნიშნავს Google-ის პრემიუმ პარტნიორობა და რა ბენეფიტებს მოიაზრებს ეს სტატუსი:

რას ნიშნვას გუგლის პრემიუმ პარტნიორობა?
როცა დახმარება გჭირდება ეფექტური ონლაინ რეკლამის წარსამართად, უნდა იმუშაო ისეთ კომპანიასთან, რომელსაც აქვს „გუგლის“ სერტიფიკატი და იცის კომპანიის სარეკლამო სისტემის მუშაობის სპეციფიკა. გუგლის პარტნიორები არიან სარეკლამო სააგენტოები, ციფრული მარკეტინგის პროფესიონალები და სხვა ონლაინ კონსულტანტები, რომლებიც რეკლამის განსათავსებლად იყენებენ გუგლსა თუ მისი პარტნიორი კომპანიების პლატფორმებს, მაგალითად, როგორიცაა youtube.

გუგლის პრემიუმ პარტნიორები მიიჩნევიან კომპანიის ტოპ პარტნიორებად, აღიარებულ წამყვან კომპანიებად, რომლებმაც დააგროვეს სათანადო გამოცდილება AdWords-ის მიმართულებით, მიიღეს ეფექტიანი შედეგი და ხელი შეუწყეს კლიენტთა ბაზის გაზრდას.

რა არის Adwords?
Google Adwords არის გუგლის სარეკლამო სისტემა. ედვროდსით შეგიძლიათ, თქვენს პროდუქტს გაუკეთოთ რეკლამა გუგლის საძიებო სისტემაში, YouTube-ში და სხვა გუგლის პარტნიორ ვებგვერდებზე.

იმისთვის, რომ გახდე Google-ის პრემიუმ პარტნიორი
იმისათვის, რომ სააგენტო გახდეს „გუგლის“ პრემიუმ პარტნიორი, მან უნდა შეასრულოს Google-ის პირობები, რომელიც დაკავშირებულია სერტიფიცირებასთან, დანახარჯებსა და შედეგთან.

რა თქმა უნდა, პირველი საფეხურია გამოცდის ჩაბარება გუგლის სერტიფიკატისთვის, თუმცა პრემიუმ პარტნიორის სამკერდე ნიშანს მხოლოდ ამ პუნქტის შესრულებით ვერ მოიპოვებთ. ამისთვის საჭიროა „გუგლ ედვორდსთან“ მუშაობის გამოცდილება და რეკლამისთვის გაწეული მინიმალური დანახარჯი მაინც იმის საილუსტრაციოდ, რომ აქტიურად ხართ ჩართულები კამპანიების წარმართვაში. პრემიუმ პარტნიორობა არ დასტურდება ტესტის გავლით, ეს მტკიცდება წარმატებული კამპანიებით.

„გუგლს“ არ აქვს გაწერილი, როგორი უნდა იყოს შედეგი, რომ კამპანიას ეწოდოს წარმატებული, თუმცა ცხადია ის, რომ წარმატება და ეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია კონვერსიებთან – გაყიდვებთან ან კლიენტი კომპანიის სხვა მიზნებთან. შეიძლება სტრატეგია იყოს კარგი, თუმცა თუ რეკლამას არ მოაქვს ფული, გამოდის, რომ საქმე გვაქვს ღირებული რესურსების წყალში გადაყრასთან.

პრემიუმ პარტნიორობის უპირატესობები:

  • სააგენტოს სტატუსი: სამკერდე ნიშანზე იწერება სააგენტოს შესახებ ინფორმაცია – რა სპეციალიზაციისაა, რა კვალიფიკაცია აქვს და როგორია მის მიერ განხორციელებული კამპანიების შედეგები.
  • ინფორმაციაზე წვდომა: ყოველწლიურად, რაღაც ცვლილებებია AdWords-ში და მხოლოდ მას, ვინც აქტიურად ადევნებს სიახლეებს თვალს, შეუძლია წარმატებული კამპანიის განხორციელება. პრემიუმ პარტნიორებს, ხშირად, სხვებზე ადრე მიუწვდებათ ხოლმე ხელი ამ ინფორმაციაზე. ასევე, მათ, ჩვეულებრივი „ედვორდის ექაუნთებისგან“ განსხვავებით,  უფრო მეტი წვდომა აქვთ „გუგლის“ ბეტა ხელსაწყოებთან, რაც უზრუნველყოფს კამპანიის უკეთესად აწყობასა და მართვას. ძალიან დიდი ბენეფიტია ისიც, რომ გუგლის წარმომადგენელს შეუძლია პრემიუმ პარტნიორის მყისიერი მხარდაჭერა და სწრაფი რეაგირება მის ნებისმიერ პრობლემაზე.

პრემიერ პარტნიორობა ნიშნავს, რომ „გუგლი“ გენდობათ, თუმცა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისთვის მუშაობთ. თქვენ არ გაქვთ შიდა ინფორმაციაზე წვდომა, მაგალითად, როგორ მუშაობს ალგორითმი და ა.შ. თუმცა, პრემიუმ პარტნიორის სტატუსი გაძლევთ უფრო მეტ შანსს, გაზარდოთ ბიზნესის მოგება მნიშვნელოვანი ციფრული მარკეტინგული არხების საშუალებით.

განხილვა