in

როგორ დავიწყოთ იოგა? – რჩევები

იოგა ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის მნიშვნელოვნად სასიკეთო როლს თამაშობს როგორც ჩვენს მენტალურ, ისე – ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. როგორც ადრე გიამბეთ, მისი მეშვეობით მცირდება შფოთი, სტრესი, უმჯობესდება ძილი, მცირდება წნევა და ა.შ

როგორც ნებისმიერი საქმის დაწყება, ისე იოგის დაწყებაც ხშირად რთული ეჩვენება ადამიანს. თუმცა კი, ეს ნამდვილად არაა ასე. გადავწყვიტეთ დღეს გაგიზიაროთ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიწყოთ იოგა:

1. პირველ რიგში, “მიიღეთ” ის თქვენს ცხოვრებაში

იოგა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ვარჯიშის ფორმა. ბევრი მას ერთგვარ არსებობის გზას უწოდებს. ის თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტს აკავშირებს. თვით სიტყვა “იოგა” სანსკრიტზე “გაერთიანებას” ნიშნავს. როდესაც თქვენ იოგით დაკავდებით თქვენს აზრებსა და თქვენს ფიზიკურ ყოფას შორის, ფაქტობრივად, არანაირი სხვაობა აღარ იქნება. თუმცა, იოგის დაწყება მანამდეც კი შეიძლება, ვიდრე იოგის ხალიჩაზე ფეხს დააბიჯებთ. ამიტომაც, სანამ მედიტაციას დაიწყებდეთ, პირველ რიგში, დააფასეთ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით, დააფასეთ თქვენი სხეული და სული.

2. განთავისუფლდით მოლოდინებისგან

იმ მომენტში, როდესაც დაიწყებთ მადლიერების გამოსამუშავებელ პრაქტიკას, იგრძნობთ, რომ მოლოდინები გაქრება.

ისეთი მოლოდინები, როგორიცაა “უკვე უნდა შევძლო თითების შეხება…”

“ეს ასე მარტივად გამოიყურება ინსტაგრამზე – რატომ არ შემიძლია ამის გაკეთება?!”

შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რასაც აკეთებთ და არ დატვირთოთ გონება ზედმეტი მოლოდინებით. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ცდილობთ, დაიწყოთ იოგა ფიზიკურად, ჩვენ გეტყვით, რომ უფრო მნიშვნელოვანი საამისოდ მენტალური მზადყოფნაა.

3. გააცნობიერეთ იოგის მნიშვნელობა

იოგა არ ეხება მკვეთრ მოძრაობებსა და მოქნილობას, ასევე მისი მიზანი ლამაზი ფორმების ჩამოყალიბება არაა.

ეს ეხება სუნთქვას, მედიტაციის საშუალებით შინაგანი ძალის პოვნას და სხეულში თავისუფლების შეგრძნების ჩამოყალიბებას იოგის ძირითადი პოზებით.

ასე რომ, ნუ იდარდებთ წონის დაკლებაზე. ამის ნაცვლად, გაიგეთ, რომ იოგა არის პროცესი და ცხოვრების წესი.

4. დააკვირდით თქვენს სუნთქვას

მიუხედავად იმისა, რომ იოგის ერთ კლასში მასწავლებელმა შეიძლება სულ სხვა სტილის სუნთქვა დაავალოს სტუდენტებს, მეზობელ იოგას სტუდიაში კი – სხვა, სინამდვილეში ყველა სუნთქვა მაინც ერთია.

მიუხედავად იმისა, რომ თავად სასუნთქი ვარჯიში შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ, სუნთქვის ცოდნაა.

თქვენს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე დაკვირვება შეიძლება გახდეს უკეთესი ძილის და სტრესის შემცირების მიზეზი.

5. იყავით კომფორტულად, თან – უძრავად

უმეტესობა ჩვენგანს უჭირს უძრავად ჯდომა. ჩვენ გვირჩევნია ვირბინოთ, ვიყოთ დაკავებულები და გადავამოწმოთ ჩვენი საქმეების სია, ვიდრე უბრალოდ უძრავად ვიყოთ. ამას კიდევ უფრო რთულს ხდის მოწყობილობები, თუნდაც მობილური, რომლის ყოველწამიერად შემოწმებასაც ძალიან მიჩვეულები ვართ. ამიტომაც, ეცადეთ, რომ ტრანსპორტში ყოფნისას, მუშაობისას თუ სხვა პროცესებში მობილური არ ამოწმოთ და საკუთარი თავი ამას შეაჩვიოთ, რათა მან იოგაშიც არ შეგიშალოთ ხელი.

6. და ბოლოს, ისწავლეთ იოგის ბაზისური პოზები

მას შემდეგ, რაც იოგის პოზებისთვის ფიზიკურ და მენტალურ მზაობას იგრძნობთ, დაიწყეთ მისი ბაზისური პოზების შესწავლა და პრაქტიკა.

არ არის საჭირო, უფრო რთული პოზები ცადოთ ან შეეცადოთ, იყოთ ისეთივე მოხრილი, როგორც თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი.

სადაც არ უნდა დაიწყოთ იოგის პრაქტიკა, იოგის სტუდიაში თუ იოგის ონლაინ ვიდეოთეოებით, დასაწყისისთვის რამდენიმე ბაზისური პოზა არსებობს.

დაიწყეთ: იოგის ასანებით, მაგალითად, მოსიარულე ძაღლით, ბავშვის პოზით და სავასანათი.

თითოეულ პოზაში ყურადღება გაამახვილეთ იატაკზე ხელების ან ფეხების დაჭერაზე, ხერხემლის გაწელვასა და თეძოების მოდუნებაზე. თუ ამას გაითვალისწინებთ, თქვენ იმუშავებთ თითოეულ პოზაზე ზუსტად ისე, როგორც ყველაზე მონდომებული პრაქტიკოსი.

რუბრიკას ჯანსაღი ცხოვრების წესზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

რევოლუცია საკლუბო ფეხბურთში? ტოპკლუბები ახალ „სუპერლიგას“ ქმნიან?

რას აკეთებენ კარგი ლიდერები, როდესაც ცუდ ხელმძღვანელებს ცვლიან?