in

რჩევები, თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი კარიერული პოტენციალი

სოციალური ქსელები და მთელი ინტერნეტ-სივრცე სავსეა რჩევებით, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი კარიერული წარმატებები და გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ზოგიერთი მსგავსი რჩევა გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ საკუთარი თავები, უნდა ვფოკუსირდეთ საკუთარ ძალებზე და არ ვიდარდოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. ადამიანებს მოსწონთ ამგვარი წინადადებების კითხვა, რადგან ისინი მათ თავს კარგად აგრძნობინებს.

მაგრამ, რეალურად, კონკრეტულად ხშირად არ ვიცით, თუ რა საქმე უნდა ვაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენი კარიერული პოტენციალი გაიზარდოს და განვვითარდეთ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 3 ყველაზე საჭირო რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ თქვენი კარიერული პოტენციალის გაზრდაში:

იყავით ნაკლებად თავდაჯერებული, თუმცა, შეინახეთ ეს საიდუმლოდ

ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ საკუთარი თავის რწმენა კომპეტენციას აჭარბებს. რეალურად, როდესაც გვსურს, რომ წარმატებულები ვიყოთ, მსგავსი გადაჭარბებული თვითშეფასება ხელს გვიშლის. მენტორები და ქოუჩები ადამიანებს სწორედ იმაში ეხმარებიან, რომ ეს თავდაჯერებულობა სულ ოდნავ დაბლა დაწიონ. ისინი გვეუბნებიან იმას, რისი მოსმენად გვჭირდება (თუმცა კი არ გვინდა). რაც თავისთავად გვეხმარება, გავხდეთ ისინი, ვინც გვინდა, რომ ვიყოთ და არა ისინი, ვინც ახლა ვართ.

მიჰყევით სხვა ადამიანების მიდრეკილებებს

როგორც წესი, ვფიქრობთ ხოლმე, რომ კარიერული განვითარებისთვის ჩვენს მიდრეკილებებზე ფოკუსირებაა საჭირო, თუმცა, რეალურად, ეს მთლად ასე არ არის. რადგან ჩვენი კარიერული წარმატება განისაზღვრება არა იმით, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, არამედ იმით, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე, უკეთესი გზა, რომ მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ ჩვენი კარიერული პოტენციალი, არის სხვების მიდრეკილებების გათვალისწინება და არა – ჩვენი საკუთარის. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა, ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც სურთ სხვებს, გვესმოდეს, რომ ჩვენი შეხედულება სამყაროზე შეიძლება სრულად არ წარმოადგენდეს რეალურ სამყაროს და აზრი არ აქვს, საკუთარი თავი ვარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ ვართ ჭკვიანი, ნიჭიერი ან შემოქმედებითი, თუ ამ ყველაფერში სხვების დარწმუნებას ვერ შევძლებთ.

ეცადეთ, დარჩეთ კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ

შეიძლება ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიოთ და ნაკლები შეცდომა დავუშვათ კარიერული განვითარების გზაზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავით მუდმივად კმაყოფილები უნდა ვიყოთ. შეცდომები სწორედ მაშინ იჩენენ თავს, როცა თვითკმაყოფილება გადმოდის წინა პლანზე და შედეგით ტკბობას ვიწყებთ. ამიტომაც, ეცადეთ, მუდმივად იყოთ რეჟიმში, მუდამ გქონდეთ დანაკლისის შეგრძნება. შეაქეთ საკუთარი თავი, თუმცა, ნურასდროს დაკმაყოფილდებით ბოლომდე შედეგით. კარიერული ზრდის საიდუმლო სწორედ ამაში მდგომარეობს.

წყარო: Fast Company



Apple-ის საჩივარი და $3500-ის ზარალი – „ტენეს“ #შეცდომები Amazon-ზე გაყიდვებიდან პანდემიამდე

ლებრონ ჯეიმსი „პეპსის“ ოფიციალური სახე გახდა