in

კომპანია Advertwise იწყებს ტრენინგ კურსს ონლაინ მარკეტინგში (Google AdWords & Google Analytics)

ონლაინ მარკეტინგის კომპანია Advertwise-ის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს თავიანთი პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების საშუალება ეპოვნათ, რისთვისაც აფუძნებენ ციფრულ აკადემიას. აკადემიის მიზანია ონლაინ მარკეტინგთან დაკავშირებული საკითხების სიღრმისეული სწავლება და საქართველოში, ამ სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობა.

აკადემიის პირველი კურსის ღირებულება 800 ლარს შეადგენს, გაგრძელდება 1.5 თვის განმავლობაში და მოიცავს ონალაინ მარკეტინგს – Google AdWords & Google Analytics.

Advertwise-ის ციფრული აკადემიის პირველი კურსი დაიწყება 2017 წლის 18 სექტემბერს, მას გაუძღვებიან კომპანიის დამფუძნებლები და ონლაინ მარკეტერები. კურსი გათვლილია ნებისმიერ პირზე, რომელიც დაინტერესებულია ონლაინ მარკეტინგით, სურს მისი შესწავლა და მუშაობა ამ მიმართულებით. კურსის დასრულების შემდეგ,  შეგეძლებათ მართოთ ნებისმიერი სირთულის Google AdWords-ის კამპანია და გაანალიზოთ ვებგვერდის სტატისტიკა Google Analytics-ის დახმარებით.

ტრენინგის სილაბუსი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სარეგისტრაციო ფორმა

სკოლის მხიარული ავტობუსი სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის, Hyundai-სგან!

Diesel-ის ორიგინალური სანახაობა ედიტ პიაფის გენიალური მუსიკის ფონზე!